* მიუყვებიან ტყეები ტყეებს და სად გიპოვო ალო და ლილე?! მე ასე ვივლი ვიდრე და ვიდრე, ვგრძნობ შენს სიყვარულს და მამეტყველებ. * ათას მთის მიღმა, ათას გზის მიღმა, შენ იცხოვრებდი, როგორც მისანი. ვერ გაგიცანი, ვერ გამიცანი. გვაქვს სიყვარული, რაღაც თილისმად. * შენ მომენატრე და სხვა არავინ იყო საღამოს მეათასედი, როგორ წახვედი, როდის წახვედი და წლების მიღმა დადგი კარავი, სიმარტოვისა, როგორც ასეთი. * სულში შემოდის შენი თვალები. საღამოვდება პირას ცაცხვების. შენ ზიხარ მარტო, მოდიან სხვები და მელოდები, მე მელოდები. შენ წვეთავ ჩემში მღვრიე რკალებით. * ფანჯრიდან ჩანან რუხი ღრუბლები. სულაც არ ვიცი, ახლა სადა ხარ. ვდგავარ პირისპირ მღვრიე ქალაქთან. მოდიან ჩემთან მტრები, უკლებლივ და მილოცავენ, რომ შენ აღარ ხარ. * რა უნდა წერას, შენ ის მითხარი, დავწერო შენზე თუ ვინმე სხვაზე. შენ ყველაფერი ისე ჩარაზე, არაა ახლა ერთი მისხალიც ჰაერის. ვხმები და ვგრძნობ არაფერს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ისე ვერ აღვფრთოვანდი, როგორც ამ ავტორის სხვა ლექსებით.... იყო აქაც კარგი რამერუმეები, მაგრამ საეღო ჯამში არაუშავდა რა... +2 ისე ვერ აღვფრთოვანდი, როგორც ამ ავტორის სხვა ლექსებით.... იყო აქაც კარგი რამერუმეები, მაგრამ საეღო ჯამში არაუშავდა რა... +2
3. მე ბოლო უფრო მომეწონა :) მე ბოლო უფრო მომეწონა :)
2. მართლა გენიალურია ეგ სტროფი. 555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
მართლა გენიალურია ეგ სტროფი. 555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
1. ფანჯრიდან ჩანან რუხი ღრუბლები. სულაც არ ვიცი, ახლა სადა ხარ. ვდგავარ პირისპირ მღვრიე ქალაქთან. მოდიან ჩემთან მტრები, უკლებლივ და მილოცავენ, რომ შენ აღარ ხარ.
ფანჯრიდან ჩანან რუხი ღრუბლები. სულაც არ ვიცი, ახლა სადა ხარ. ვდგავარ პირისპირ მღვრიე ქალაქთან. მოდიან ჩემთან მტრები, უკლებლივ და მილოცავენ, რომ შენ აღარ ხარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|