Attila İlhan, თურქი პოეტი
მაინც შენი ტრფობა მინდა (KIMI SEVSEM SENSIN)
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!... ვინც არ უნდა შეიცვალოს, თუნდაც ბილწი გახდეს წმინდა, თუნდაც ლურჯი თვალი ექცეს მწვანედ ჩემთა თვალთა წინ და თუნდ გემსგავსოს შენ ხმით ისე, თითქოს ლექსად გადმოდინდა, სიგარეტიც შენებურად მოიმარჯვოს.... არავინ და არვინ მინდა მე შენს მეტი.... დავალ გარეთ, ვზივარ შინ და ვერ გავიგე, ეს სიცოცხლე რა სიზმარში გამიფრინდა.... ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...
დავივიწყე ყველაფერი: სიყვარული, ტრფობა, ვნება... ქერათმიანს შავგრემანი (ან პირიქით) ენაცვლება, გაურკვეველ სახეს სახე მისდევს როგორც გზნებას გზნება, ზოგის ბაგეს სისხლი წვავს და ზოგზე თითქოს თოვლი დნება... ღმერთო, ამდენ ზმანებებში ძალას ვკარგავ ნება-ნება... ჩემს გიტარას ვუსმენ ისევ და წარსული მენანება, ვინც არ უნდა შევიყვარო - ასეთია ღმერთის ნება! - არვინ მინდა მე შენს მეტი.... შენთან ყოფნა მენატრება.
ვინც არ უნდა შევიყვარო.... რაგინდ მწვავდეს ცეცხლის ალი, მაინც შენსკენ მომიძღვება წუთისოფლის გზა და კვალი, ეგებ ენა აელესათ დასაცინად, როგორც ხმალი, ჩემს სიყვარულს მიაწერეს ეგებ ქვეყნის ცოდვა-ბრალი, ეგებ წვიმს და მე ვეღარ ვგრძნობ, დამიბრმავდა ეგებ თვალი... ეგებ შენთან დამრჩა გული, მე კი სხვაგან დავრჩი მწყრალი... ეგებ სიოც მოქრის შენგან ვნებითა და კოცნით მთვრალი, ეგებ რაღაც ჯადო ხარ და სულაც არ ხარ მხოლოდ ქალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მშვენიერია თარგმანია! მე კი ჩემებური გამახსენდა
"გინდა იყოს კოჭლი გინდა ბრუციანი, მაინც მეყვარება ჩემი კუზიანიიი! მშვენიერია თარგმანია! მე კი ჩემებური გამახსენდა
"გინდა იყოს კოჭლი გინდა ბრუციანი, მაინც მეყვარება ჩემი კუზიანიიი!
2. დიდი მადლობა! ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა. დიდი მადლობა! ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა.
1. დავივიწყე ყველაფერი: სიყვარული, ტრფობა, ვნება... ქერათმიანს შავგრემანი (ან პირიქით) ენაცვლება, გაურკვეველ სახეს სახე მისდევს როგორც გზნებას გზნება, ვინც არ უნდა შევიყვარო - ასეთია ღმერთის ნება! - არვინ მინდა მე შენს მეტი.... შენთან ყოფნა მენატრება.
რა არაჩვეულებრივია. როგორ მომეწონა. მადლობა ილჰანს და თქვენ ათასჯერ მადლობა რომ გვითარგმენთ და აქ მოგვიტანეთ. თქვენი აქ მოსვლით სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა აქაურობა, ნეტავ იცოდეთ, როგორ ველოდებით აქ ახალი თარგმანის გამოჩენას.
რა ბედნიერებაა რომ არსებობთ თქვენ და თქვენნაირი ადამიანები. :) დავივიწყე ყველაფერი: სიყვარული, ტრფობა, ვნება... ქერათმიანს შავგრემანი (ან პირიქით) ენაცვლება, გაურკვეველ სახეს სახე მისდევს როგორც გზნებას გზნება, ვინც არ უნდა შევიყვარო - ასეთია ღმერთის ნება! - არვინ მინდა მე შენს მეტი.... შენთან ყოფნა მენატრება.
რა არაჩვეულებრივია. როგორ მომეწონა. მადლობა ილჰანს და თქვენ ათასჯერ მადლობა რომ გვითარგმენთ და აქ მოგვიტანეთ. თქვენი აქ მოსვლით სულ სხვა სიმაღლეზე ავიდა აქაურობა, ნეტავ იცოდეთ, როგორ ველოდებით აქ ახალი თარგმანის გამოჩენას.
რა ბედნიერებაა რომ არსებობთ თქვენ და თქვენნაირი ადამიანები. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|