ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-მარია-8
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2016


ცისკენ აყრილი ფოთლები

მოვიდა შემოდგომა -
ფოთლებად განსხეულებული ეგოისტი სული, რომელიც თავს იკლავს და სხვებსაც აიძულებს სიკვდილს.
არ მიყვარს შემოდგომა -
დამჭკნარი ფოთლების შრიალში გავიგე პირველად დედის მოთქმა, შვილს რომ დასტიროდა.
მოვიდა შემოდგომა -
გაზაფხულის მოქიშპე, ლამაზად მორთული, მაგრამ შავძარღვიანი არსება, თავისი საძაგელი აგურისფერი გზებით.
არ მიყვარს შემოდგომა -
პირველად დამენახა ბაბუას ცრემლი, უფროსი ძმის კუბოზე დაცემული.
მოვიდა შემოდგომა -
სულს მართმევს და მგონია თავისი უსულო სხეულის გაცოცხლება უნდა,
სისხლს მართმევს და მგონია თავისი დამშრალი ვენების შევსება უნდა,
ხორცს მართმევს და მგონია თავისი უბადრუკი სხეულის გათრევა უნდა მომავალ მსხვერპლამდე.
არ მიყვარს შემოდგომა -
ბუნების სიკვდილით გახარებულებს მზის ჩასვლის სევდა რომ გვავიწყდება და ცისკენ მხოლოდ აყრილი ფოთლების დასანახად ვიცქირებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები