 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2016 |
წუხელ მე და ხსოვნა ვისხედით, ცხოვრებას ფილმივით ვარჩევდით. ჰოდა, ამ საუბრის მიხედვით, ნამდვილად ყოფილა საჩემო... ღამით შევიყრებით თავიდან, მე, ყავა და ფიქრი, ორმაგი... კი არ ღირს, თუმცაღა, თქმა მინდა, მინდა სურვილებმა მომაგნონ! ვიღაცას, ჩემსავით ღამურას სადღაც, რომელიღაც სართულზე, ფიქრებშიც ჩაურთავს ხმაური, მე კი ჩემ სიჩუმეს ვართულებ... ძველი ვაგონივით ჩავხსენი სიზმარი უბოლოკეთილო! ხსოვნა სულ იმ დღეებს მახსენებს, გული რომ არ უნდა მეტკინოს... თითქოს, არაფერი ისეთი, სასხვათაშორისოს მიჩვევა. ხელს რომ წაგიჭერენ კისერში ამ მიჩვევის გამო ისე ვარ... მე, ყავა და ფიქრი ორმაგი, ვსხედვართ და დილამდე ვსაუბრობთ. დილით კი მზე მინდა მომადგეს მკითხოს, სიცოცხლეზე რა უფრო?.. 05.09.16
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ყავასავით გემრიელი ლექსი. ყავასავით გემრიელი ლექსი.
9. გენიალურია! გენიალურია!
8. მთელი ლექსის დაკოპირება მინდოდა, მაგრამ მაინც იყოს ეს, გამორჩეულად:
"ხსოვნა სულ იმ დღეებს მახსენებს, გული რომ არ უნდა მეტკინოს..."
მიყვარხართ, თქვენი პოეზიითურთ!
მთელი ლექსის დაკოპირება მინდოდა, მაგრამ მაინც იყოს ეს, გამორჩეულად:
"ხსოვნა სულ იმ დღეებს მახსენებს, გული რომ არ უნდა მეტკინოს..."
მიყვარხართ, თქვენი პოეზიითურთ!
7. კარგია! როგორც ყოველთვის. :) კარგია! როგორც ყოველთვის. :)
6. მელ.ზ.. ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩახსენი შენი გონებიდან ეგ სიზმარი და უჩურჩულე შენს ქვეცნობიერს კარი რამე-რუმეები... :) მელ.ზ.. ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩახსენი შენი გონებიდან ეგ სიზმარი და უჩურჩულე შენს ქვეცნობიერს კარი რამე-რუმეები... :)
5. კარგია, მიყვარს თქვენთან სტუმრობა) კარგია, მიყვარს თქვენთან სტუმრობა)
4. ძველი ვაგონივით ჩავხსენი სიზმარი უბოლოკეთილო! ხსოვნა სულ იმ დღეებს მახსენებს, გული რომ არ უნდა მეტკინოს... თითქოს, არაფერი ისეთი, სასხვათაშორისოს მიჩვევა. ხელს რომ წაგიჭერენ კისერში ამ მიჩვევის გამო ისე ვარ..
როგორ იცით ხოლმე..
მე ვერ ჩავხსენი სიზმარი უბოლოკეთილო. მესიზმრა.. პარიზის შენობებზე ეშმაკის ქანდაკებები რომაა.. ის. ცოცხალი. ნამდვილი. აგურისფერი. უფრო წითელი.. ხელში საქანელა ეკავა. საქანელაზე ვიღაც.. ჩემთვის ძვირფასი. ვთხოვე და ჩამოსვა. მგონი მე დავჯექი. არ მახსოვს. გაქრა. საქანელა ჰაერში დარჩა. არ მოვყევი წყალთან. ახდეს. როგორც უნდოდეს. ჟემანfუ.
ძველი ვაგონივით ჩავხსენი სიზმარი უბოლოკეთილო! ხსოვნა სულ იმ დღეებს მახსენებს, გული რომ არ უნდა მეტკინოს... თითქოს, არაფერი ისეთი, სასხვათაშორისოს მიჩვევა. ხელს რომ წაგიჭერენ კისერში ამ მიჩვევის გამო ისე ვარ..
როგორ იცით ხოლმე..
მე ვერ ჩავხსენი სიზმარი უბოლოკეთილო. მესიზმრა.. პარიზის შენობებზე ეშმაკის ქანდაკებები რომაა.. ის. ცოცხალი. ნამდვილი. აგურისფერი. უფრო წითელი.. ხელში საქანელა ეკავა. საქანელაზე ვიღაც.. ჩემთვის ძვირფასი. ვთხოვე და ჩამოსვა. მგონი მე დავჯექი. არ მახსოვს. გაქრა. საქანელა ჰაერში დარჩა. არ მოვყევი წყალთან. ახდეს. როგორც უნდოდეს. ჟემანfუ.
3. დიდი მადლობა, ნიკი და ჯონათან! ჩემო თოლია, როგორ უზუსტესად გრძნობ ყოველ ჩემს აზრს, სიტყვას, ემოციას... მოკლედ საოცარი მკითხველი ხარ... დიდი მადლობა, ნიკი და ჯონათან! ჩემო თოლია, როგორ უზუსტესად გრძნობ ყოველ ჩემს აზრს, სიტყვას, ემოციას... მოკლედ საოცარი მკითხველი ხარ...
2. "მე, ყავა და ფიქრი ორმაგი..."
სათაური მომეწონა ძალიან მოგიკითხეთ "მე, ყავა და ფიქრი ორმაგი..."
სათაური მომეწონა ძალიან მოგიკითხეთ
1. რა ოსტატურად არგებთ ხოლმე ემოციას სიტყვებს- დიზაინერი ხართ - "ამ ლექსის ჩაცმულობაზე იზრუნა თანანამ"- ასე :)
არ ჩანდით და გამიხარდა ახლა ეს.
რა ოსტატურად არგებთ ხოლმე ემოციას სიტყვებს- დიზაინერი ხართ - "ამ ლექსის ჩაცმულობაზე იზრუნა თანანამ"- ასე :)
არ ჩანდით და გამიხარდა ახლა ეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|