 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2016 |
მე დავწერ სიცოცხლეზე... რადგან ვიცი, რომ სიცოცხლე მარადიულია და არ სრულდება... მე დავწერ სიყვარულზე... რადგან მივხვდი, რომ სიყვარული სიკვდილზეც ძლიერია... მე დავწერ სამშობლოზე... რადგან სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, ის უნდა ატარო გულით და თვალებით... მე დავწერ ზეცაზე... რადგან ზეცა - სულების შეხვედრის ადგილია და დავწერ მიწაზე, რადგან მიწა სხეულებს ინახავს და უვლის... მე დავწერ შენზე... მასზე... ჩვენზე... დავწერ, რომ წრე შეკრულია... რომ არაფერი სრულდება... არაფერი ქრება... რომ ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და პოულობს კიდეც და ამიტომაც: რაღაცნაირი რუდუნებით, ალერსით, ფრთხილად: უნდა ვიფიქროთ, უნდა ვთქვათ, უნდა ვაკეთოთ... რომ არ ვატკინოთ ერთმანეთს, რომ არ გვეტკინოს... მე დავწერ ადამიანებზე... ადამიანებზე, რომლებიც მიატოვეს... რომლებიც დაივიწყეს... რომლებსაც ატკინეს... იმედგაცრუებულ ადამიანებზე... თვალებში სევდაჩაბუდებულ ადამიანებზე... დიდგულიან, ბავშვებად დარჩენილ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად, უკიდეგანო სიყვარული შეუძლიათ... მე დავწერ დედაზე... ჩემი ყველა ტკივილი რომ განსაკუთრებულად ტკივა,.. ჩემი ყველა გაღიმება რომ ცის გახხნის ტოლფასი გახდა მისთვის... მე დავწერ ჩემს ძმაზე - ჩემს ძლიერ, ჭკვიან, ერთგულ ძმაზე, რაღაცნაირად რომ მიცავს, შორიდან, ისე, რომ ვერცკი ვგრძნობ... და დავწერ მამაზე, რომელიც ვერაფრით გაიზარდა, რომელიც ცხოვრებამ ვერ გააუხეშა... მე დავწერ... დავწერ ჩემზეც... ოღონდ ძალიან ცოტას და ვიტყვი, რომ ყველა ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვაც, ისიც, რომელიც ჯერ არ მითქვამს და უნდა ვთქვა, ყველა ჩემს მიერ დახარჯული წამი და ისიც, რომელიც უნდა დავხარჯო - არაა უაზრო, უაზრო ნამდვილად არაა... დავწერ, რომ: მიყვარდა... მიყვარს... მეყვარება - და თუ ტკივილია სიყვარული, დაე, მტკიოდეს - უსიყვარულოდ არსებობა სიკვდილივითაა... სიყვარული კი სიკვდილზე ძლიერია და ეს უკვე დავწერე... მე დავწერ... დავწერ, რომ: სიცოცხლის მთავარი აზრი ერთ წვეთ ღიმილშია; ერთ მუჭა სიყვარულში, ერთ პეშვ ალერსში - მთავარია, თქვა, აღიარო, დაწერო, რომ წრე შეკრულია, რომ არაფერი სრულდება მზისქვეშეთში, რომ ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა თუ ყველა ბგერა - თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და პოულობს კიდეც... მე დავწერ: რომ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ყველას... თე, ჩემო თე... ქეროლაინ, გმადლობ მადლობა ყველას... თე, ჩემო თე... ქეროლაინ, გმადლობ
10. ჰომ... და რაზეც არ უნდა წეროს ადამიანმა, ბოლოს ისევ თავის თავს წერს და თავის თავზე წერს ალბათ. :) ++ კარგი იყო ჰომ... და რაზეც არ უნდა წეროს ადამიანმა, ბოლოს ისევ თავის თავს წერს და თავის თავზე წერს ალბათ. :) ++ კარგი იყო
9. როგორი ტკბილი გოგო (მყავ)ხარ შენ!
როგორი ტკბილი გოგო (მყავ)ხარ შენ!
8. მადლობა ყველას. ნეფერტარ <3 გულამდე მოხვედი... აგლაია :) ნამეტანი მტირალა მზე ვარ მაშინ :) მადლობა, მადლობა ყველას გულწრფელად მადლობა ყველას. ნეფერტარ <3 გულამდე მოხვედი... აგლაია :) ნამეტანი მტირალა მზე ვარ მაშინ :) მადლობა, მადლობა ყველას გულწრფელად
7. დაწერე, კარგად გამოგდის :) დაწერე, კარგად გამოგდის :)
6. მომეწონა,. გულიანი ნაწერია. მომეწონა,. გულიანი ნაწერია.
5. ნია, შე მზეო შენა... აიკრეფ ხოლმე სხივებს საღამოობით, მაგრამ ნუ გეშინია , დღე ისევ მოვა...
ნია, შე მზეო შენა... აიკრეფ ხოლმე სხივებს საღამოობით, მაგრამ ნუ გეშინია , დღე ისევ მოვა...
4. "მივხვდი, რომ სიყვარული სიკვდილზეც ძლიერია..." >> მეც მივხვდი. ყველა თავის თავში უნდა მიხვდეს ამას. მაშინ გაიგებს სიყვარულის ნამდვილ ძალას. ვერავის მოერევა სიკვდილი, სანამ ვინმე ცოცხალს, უყვარს და ახსოვს.
"მე დავწერ სამშობლოზე...რადგან სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, ის უნდა ატარო გულით და თვალებით..." >> ამასაც მივხვდი, როცა საზღვარგარეთ ვსწავლობდი. იქ იყო ყველაფერი ლამაზი და მოვლილი, ჩემს ქვეყანაში კი ულამაზო, მოუვლელი. და მაინც იქ ჩემი არაფერი იყო. დაბრუნებისას მატარებლით წამოსვლა ვარჩიე. როგორც კი მატარებელი საქართველოში შემოვიდა, კუპეში აღარც შევსულვარ, მთელი გზა თბილისამდე დერეფანში ვიდექი ფანჯარაზე გაკრული რომ არცერთი გოჯი არ გამომრჩენოდა. და მივხვდი რომ სიკეთის და თავისუფლების შემდეგ სამშობლოა ყველაზე დიდი ღირებულება. ჩვენ კი არ ვუვლით მას, რეგვენ პოლიტიკოსებს და ურეგვნეს დეპუტატებს შევატოვეთ ხელში.
"მე დავწერ ზეცაზე...რადგან ზეცა - სულების შეხვედრის ადგილია." >> თანაც, ზეცა ყველასია. იმისი, ვინც ფრინავს და იმისიც ვინც მას მხოლოდ შესცქერის... ზეცა სხვა ფენომენია და სხვა ღირებულების მატარებელი.
"დავწერ მიწაზე, რადგან მიწა სხეულებს ინახავს და უვლის...">> მიწა დედაა. ცოცხლებს ლუკმას გვაძლევს, წყალს გვასმევს, მკერდზე გვატარებს, მერე ჩვენს სხეულებს იხუტებს და გულში გვკრავს.
ქართულად დედამიწას ვიტყვით, იქნებ ვინმემ მითხრას კიდევ რომელ ენაზე ჟღერს მიწა - დედად.
გულწრფელია ყველა სიტყვა, ყველა მოვიდა გულამდე. 5 ქულა.
"მივხვდი, რომ სიყვარული სიკვდილზეც ძლიერია..." >> მეც მივხვდი. ყველა თავის თავში უნდა მიხვდეს ამას. მაშინ გაიგებს სიყვარულის ნამდვილ ძალას. ვერავის მოერევა სიკვდილი, სანამ ვინმე ცოცხალს, უყვარს და ახსოვს.
"მე დავწერ სამშობლოზე...რადგან სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, ის უნდა ატარო გულით და თვალებით..." >> ამასაც მივხვდი, როცა საზღვარგარეთ ვსწავლობდი. იქ იყო ყველაფერი ლამაზი და მოვლილი, ჩემს ქვეყანაში კი ულამაზო, მოუვლელი. და მაინც იქ ჩემი არაფერი იყო. დაბრუნებისას მატარებლით წამოსვლა ვარჩიე. როგორც კი მატარებელი საქართველოში შემოვიდა, კუპეში აღარც შევსულვარ, მთელი გზა თბილისამდე დერეფანში ვიდექი ფანჯარაზე გაკრული რომ არცერთი გოჯი არ გამომრჩენოდა. და მივხვდი რომ სიკეთის და თავისუფლების შემდეგ სამშობლოა ყველაზე დიდი ღირებულება. ჩვენ კი არ ვუვლით მას, რეგვენ პოლიტიკოსებს და ურეგვნეს დეპუტატებს შევატოვეთ ხელში.
"მე დავწერ ზეცაზე...რადგან ზეცა - სულების შეხვედრის ადგილია." >> თანაც, ზეცა ყველასია. იმისი, ვინც ფრინავს და იმისიც ვინც მას მხოლოდ შესცქერის... ზეცა სხვა ფენომენია და სხვა ღირებულების მატარებელი.
"დავწერ მიწაზე, რადგან მიწა სხეულებს ინახავს და უვლის...">> მიწა დედაა. ცოცხლებს ლუკმას გვაძლევს, წყალს გვასმევს, მკერდზე გვატარებს, მერე ჩვენს სხეულებს იხუტებს და გულში გვკრავს.
ქართულად დედამიწას ვიტყვით, იქნებ ვინმემ მითხრას კიდევ რომელ ენაზე ჟღერს მიწა - დედად.
გულწრფელია ყველა სიტყვა, ყველა მოვიდა გულამდე. 5 ქულა.
3. მადლობა ყველას. და წეროები რა შუაშია, მირი-ანი? მოდი, ასე გეტყვი, აღქმა ინდივიდუალურია, სულერთია რისი. ის, რაც შენთვის პოეზიაა, სხვისთვის ეგებ არ იყოს და პირიქით. აქ საქმე იმაშია, ვინც აღიქვამს, ანუ მკითხველში, მნახველში, მსმენელში. რაც შეეხება წეროებს :) მე მიყვარს წერო, ყველაზე ნამდვილი ფრინველი. ახლა არ მკითხო ნამდვილი რატომააო? :) ესეც აღქმაზეა დამოკიდებული, ანუ ვისთვის როგორ :) მელ.ზ - მადლობა <3 მადლობა ყველას. და წეროები რა შუაშია, მირი-ანი? მოდი, ასე გეტყვი, აღქმა ინდივიდუალურია, სულერთია რისი. ის, რაც შენთვის პოეზიაა, სხვისთვის ეგებ არ იყოს და პირიქით. აქ საქმე იმაშია, ვინც აღიქვამს, ანუ მკითხველში, მნახველში, მსმენელში. რაც შეეხება წეროებს :) მე მიყვარს წერო, ყველაზე ნამდვილი ფრინველი. ახლა არ მკითხო ნამდვილი რატომააო? :) ესეც აღქმაზეა დამოკიდებული, ანუ ვისთვის როგორ :) მელ.ზ - მადლობა <3
2. ''რომ წრე შეკრულია, რომ არაფერი სრულდება მზისქვეშეთში, რომ ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა თუ ყველა ბგერა - თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და პოულობს კიდეც...''
ასე მგონია მეც..
``რომ წრე შეკრულია, რომ არაფერი სრულდება მზისქვეშეთში, რომ ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა თუ ყველა ბგერა - თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და პოულობს კიდეც...``
ასე მგონია მეც..
1. ხო არ გავგიჟებულვარ ნამდვილად ნაწერზე ახალი არაფერია დაწერილი თითქოს, რაც აქაა ნათქვამი ცალკცალკე ყველას გვაქვს ალბატ დაწერილიც და ნათქვამიც. უსიყვარულოდ არსებობა სიკვდილივითაა... თუნდაც ესეც. მეტი ახალი სახეებია საჭირო. ახალი, შენი. მარტო ის რო გრძნობა ჩადო და პირადი განცდები გადმოსცე პოეზია არაა მე ვფიქრობ რათქმაუნდა სუბიექტური გემოვნებიდან გამომდინარე.
წერით კი თუნდაც წეროებზე წერე. :))) წარმატებები.
ხო არ გავგიჟებულვარ ნამდვილად ნაწერზე ახალი არაფერია დაწერილი თითქოს, რაც აქაა ნათქვამი ცალკცალკე ყველას გვაქვს ალბატ დაწერილიც და ნათქვამიც. უსიყვარულოდ არსებობა სიკვდილივითაა... თუნდაც ესეც. მეტი ახალი სახეებია საჭირო. ახალი, შენი. მარტო ის რო გრძნობა ჩადო და პირადი განცდები გადმოსცე პოეზია არაა მე ვფიქრობ რათქმაუნდა სუბიექტური გემოვნებიდან გამომდინარე.
წერით კი თუნდაც წეროებზე წერე. :))) წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|