ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2016


პიროვნებები შიგნით

სხეული საიმედოდ ფარავს პიროვნებას, 
ქცევის კონტროლი შესაძლებელია, 
არასდროს იცი ვის ესაუბრები,
არასდროს იცი ვინ გესაუბრება,
სხეული ეს უბრალოდ მაკიაჟია,
რომლის ცვლილება შესაძლებელია,
ისევე როგორც მთელი პროვნების ფორმაცვალება,
მგლის გაზრდილი ცხვარი,
რომელიც ფიქრობს, რომ მგელია,
ყველა ცხვრის მტერია,
ყველაზე მზაკვარი მტერი ახლობლების სახით მოდის,
რათა თავისი საქმე გააკეთოს,
ყველას თავისი საქმე აქვს,
მგლების საქმე ცხვრების გატაცებაა,
ძაღლების საქმე ცხვრების-დაცვა,
მწყემსის საქმე-მწყემსვა,
მაგრამ რა ხდება, მაშინ,
როცა ძაღლების რიგში მგელი აღმოჩნდება,
ან ამაზე უარესი,
ძაღლი გამგელდება,
მაშინ მხოლოდ მწყემსის იმედად ვერ იქნები,
მან, (მწყემსმა) განსაკუთრებით თუ მუცელზე და მუცელს ქვემოთ ფიქრობს,
ძალზე იოლია ძაღლი მგლისგან ვერ გაარჩიოს,
ან ამაზე უარესი,
თავად იყოს მგელთა ჯიშიდან,
და თავად უშვებდეს მგლებს ფარეხში მთვარიან თუ უმთვარო ღამეებში,
რადგან უმადურია,
ბრმაა და ვერ ხედავს მეცხვარის მადლსა და წყალობას
ვის უნდა ენდო, როცა არავინ იცი ვინ ვინაა?
მხოლოდ მეცხვარემ იცის,
მხოლოდ მან იცის მგლისა და ძაღლის გარჩევა,
კეთილი და ბოროტი მწყემსის გარჩევა,
რადგან თანაბრად იცის ყოველივე,
მაღლაც და დაბლაც,
და ოთხივე მხარეს,
რადგან თავად შექმნა ისინი,
ჯერ კიდევ მაშინ ვიდრე მაღლა და დაბლა არ არსებობდა,
ვიდრე ზეცებს სახელები არ ჰქონდათ...
მოკვდავ ადამიანებს კი ის დარჩენიათ,
რაც შეიძლება ახლოს იყვნენ მეცხვარესთან,
დღისით და ღამით
და საკუთარ თავთან,
საკუთარ გულთან,
დღისით და ღამით,
რადგან, როცა მეცხვარე საძოვრებზე მოდის,
მისი სახე ორმაგდება,
რათა დანახვა შეძლონ,
ცალსახა ხედვის უქონელმა ცხვრებმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები