ჩემი მეგობრის ხერხემალი ცის კამარაა ჩემთვის, როცა შიშის წვიმისგან მფარავს თავისი ზურგით, ფორტეპიანოს კლავიშებია, როცა ვმხიარულობთ, და მის მალებზე ისე ვუკრავ ჩემი თითებით, როგორც ფორტეპიანოზე, მაღალი კოშკია, ჩემი მეგობრის ხერხემალი, მტკიცე კოშკია, დრეკადი და მტკიცე, რომელიც არასდროს ტყდება, მოიდრიკება და გაიშლება, ზაფხულის ხვატისგან და წვიმისგან მიცავს, და ზამთრის ყინვაში თავის მალათა სისხლძარღვებით მათბობს, სიმშვიდეს და სიბრძნეს ინახავს თითოეულ მალაში, და გზაა ზემოთ მიმავალი, თავად თავისკენ, თავად ღმერთისკენ, ისე ავდივარ მის მალებზე, როგორც ხის ტოტებზე, ღმერთს უნდა დავუკაკუნო კარზე, მის ხელს შევეხო, რადგან ღმერთის კვერთხია ჩემი მეგობრის ხერხემალი, და მის ხელებს უერთდება, დაღლილი ღმერთი ჩემი მეგობრის ხერხემალს ეყრდნობა, რომ დასვენება შექმნას, და ისევ გააგრძელოს საკუთარი თავისი გამოსახვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გაგიჭირდებოდა :დდდდდდდდდდდდ გაგიჭირდებოდა :დდდდდდდდდდდდ
6. დიდი მადლობა მეგობრებო <3 დიდი მადლობა მეგობრებო <3
5. ვიხილავდი თავფურცელზე. ვიხილავდი თავფურცელზე.
4. ჩემი მეგობრის ხერხემალი-ო რა საინეტრესო რამ არის, რას არ წაიკითხავ აქ?! ჩემი მეგობრის ხერხემალი-ო რა საინეტრესო რამ არის, რას არ წაიკითხავ აქ?!
3. ალბათ იტყოდა, რომ კარგი იქნებოდა მოხრილი არ ვიჯდე ხოლმე, ბეჭებში გავსწორდე და ცას შევხედო :) ალბათ იტყოდა, რომ კარგი იქნებოდა მოხრილი არ ვიჯდე ხოლმე, ბეჭებში გავსწორდე და ცას შევხედო :)
2. უდავოდ კარგია. :) და თქვენს ხერხემალზე რას იტყოდა თქვენი მეგობარი ნეტავ? - რა შუაშია, ახლა ეს, მაგრამ უცბად დამაინტერესა. 5. უდავოდ კარგია. :) და თქვენს ხერხემალზე რას იტყოდა თქვენი მეგობარი ნეტავ? - რა შუაშია, ახლა ეს, მაგრამ უცბად დამაინტერესა. 5.
1. ძალიან მომწონს შენი პოეზია განსაკუთრებულია
ძალიან მომწონს შენი პოეზია განსაკუთრებულია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|