,,ერთხელ სოკრატეს მიადგა ერთი კეთილმყოფელი(?): - მისმინე, ბრძენო, რა ვერაგია ხალხი, სოფელი,
შენზე ამბობენ, რაც მომხდარა ანდა რაც - არა, - ჯერ ნურას მეტყვი ! - თქმა სოკრატემ არ დააცალა -
- რომ არ მიეცეს სიტყვებს შენსას გზა ალმაცერი, ნიადაგ უნდა მოიმარჯვო სამი საცერი.
პირველი: რაც თქვეს, სიმართლეა თუ მონაგონი? - სიმართლე?! - არა, უნდა იყოს ტყუილი, მგონი...
- ესეც მეორე: კეთილია მათი ნათქვამი? - არა მგონია, რომ სიკეთეს მიჰგავდეს რამით...
- მაშ, საბოლოოდ მესამესაც დაუდგა ჯერი: სარგებელს მომცემს? - ვერა!- შეცბა კაცი დამჯერი.
- არც სიმართლეა, არც სიკეთე, არც სარგებელი? მე რას დავეძებ, დამრჩეს ასე, გაუგებელი!”
ბრმა მიმდევარი ვინც იქნება ამ სიბრძნის ძველის, სოკრატესავით საწამლავით სიკვდილი ელის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია. სოკრატეს საცრები: I. ტყუილ-მართლის გაგება; II. კეთილ-ბოროტის გაგება; III. სარგებელი; IV დაიკიდე. რას ერჩი IV-ს, III -ს კიდევ ჯობს. III. - სარგებელი ტყუილისგანაც და ბოროტებისგანაც შეიძლება იყოს.
კარგია. სოკრატეს საცრები: I. ტყუილ-მართლის გაგება; II. კეთილ-ბოროტის გაგება; III. სარგებელი; IV დაიკიდე. რას ერჩი IV-ს, III -ს კიდევ ჯობს. III. - სარგებელი ტყუილისგანაც და ბოროტებისგანაც შეიძლება იყოს.
3. დარბაისლურად გაგირითმავს: სიმართლე, სიკეთე, სარგებელი-სოკრატეს სამი საცერი. მომწონს შენი ნაწერები ავტორო!
დარბაისლურად გაგირითმავს: სიმართლე, სიკეთე, სარგებელი-სოკრატეს სამი საცერი. მომწონს შენი ნაწერები ავტორო!
2. სტილს + ნამდვილად გამორჩეული, შუასაუკუნეები გამახსენა თითქოსდა მოსმენილი მაქვს ლონდონის რომელიმე კაფეში. :) :) +++
წარმატებები. სტილს + ნამდვილად გამორჩეული, შუასაუკუნეები გამახსენა თითქოსდა მოსმენილი მაქვს ლონდონის რომელიმე კაფეში. :) :) +++
წარმატებები.
1. სტილს + ნამდვილად გამორჩეული, შუასაუკუნეები გამახსენა თითქოსდა მოსმენილი მაქვს ლონდონის რომელიმე კაფეში. :) :) +++
წარმატებები. სტილს + ნამდვილად გამორჩეული, შუასაუკუნეები გამახსენა თითქოსდა მოსმენილი მაქვს ლონდონის რომელიმე კაფეში. :) :) +++
წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|