ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 სექტემბერი, 2016


წერილი გაიგზავნა წარმატებით...

შენ რამდენიმე დღით დაგემშვიდობე და საიტიდან გამოვედი...

ვიცი, რამდენიმე დღე რამდენიმე კვირად იქცევა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

ვიცი, ხვალ უამრავი ტკივილიდან ერთი  ჭრილობად გადაიქცევა.

ახლა მე უშენოდ ვცხოვრობ, ერთ პატარა ოთახში ,  სადაც ხანდახან ღამით თაგვების წრიპინი მესმის და მაღიზიანებს
მათი ზრუნვა ერთმანეთზე.
დილით ისევ  შემოვა  მწვანეთვალებიანი ქალი  და ნემსს  გამიკეთებს.  უკვე აღარ ვრეაგირებ,  არ ვაგრძნობინებ,
რომ მტკივა  და ამით სიამოვნებას არ მივანიჭებ. როცა გავა, ცრემლებს მაშინ ჩამოვიგორებ ქუთუთოებზე, ჩემი ნება არაა?
მთელი დღეც რომ ვიტირო, მეტად მაინც არავინ შემომაკითხავს. მიყვარს ეს დრო, როცა მარტო ვარ და მთელ დღეს  ჩვენ
ალუბლის ხეზე  ფიქრს ვიწყებ...


ანი-დან  ჰაე-მდე ჩემი ხარ...

მერე რა, რომ ჩამაცვეს ეს  პერანგი და ხელებგადაგრეხილი აქ შემომადგეს.  მალევე  ხომ გამხადეს?!

ცრემლებით პატარა აკვარიუმი ავავსე და როცა ოქროს თევზს  მომიყვან,  მასში ჩავსვათ...


ახლა მე უშენოდ ვცხოვრობ ამ კედლებში და მაინც ანიდან ჰაემდე ჩემთან ხარ.
თევზები მაინც მომიყვანე.... არ მინდა ჩემი  აკვარიუმი დაშრეს
(ჩემი კედების თასმებს ბოლო ასჩეჩვია და  ასანთის ღერით თავი მინდა მოვუწვა, იქნება არ დავეცე)


ხანდახან ფანჯრიდან მთვარის კუნჭული მოჩანს.ეგ კუნჭული მთელ მზეს მირჩევნია, მისი ჩრდილი სახეს მინათებს
და ალუბლის ხეს ვხედავ, შენ გხედავ და ალუბლის ტოტებს. ღამით ორივე ძალიან ლამაზი ხართ...
ახლა შენი ჩრდილი მირჩევნია ჩემსას...

ვიცი,  შენ  ვერ დამახურავ თბილ საბანს, როცა შემცივდება, მაგრამ შენი სითბოთი საერთოდ არ დამჭირდება საბანი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები