 | ავტორი: თ.კომლაძე ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2016 |
პირველად იყო სიჩუმე. და ეს სიჩუმე იყო ღმერთთან. და ღმერთი იყო სიჩუმე. ხელშესახები. არსებული არარსებობის არსებობიდან შავ მდინარეზე უფრო შავი მდუმარება გადმოდიოდა და ლივლივებდა უსასრულო არარსებულ ოკეანეში... და დღეს, როდესაც ვუყურებდი კორპუსთა ლანდებს, როგორ ქვრებოდა სათითაოდ მათ ტანზე შუქი, მივხვდი, რომ ყველა ადამიანს სულ ერთი წამით, ცხოვრებაში სულ ერთი წამით, ერთხელ მაინც ენატრება ეს მდუმარება... პირველად იყო სიჩუმე, და ეს ხმაური ღმერთმა შექმნა. ქაოტური. უსამართლო. უმისამართო. ყოვლისმომცველი. და მოსამართი სათამაშოს მსგავსად ყოველი მისი ქმნილება, მანამ ფართხალებს, მანამ ხმაურობს, სანამ ოდესმე გამოელევათ პირველდაქოქვის ენერგიები. სასაცილოა, შეიძლება, მაგრამ ასეა. სულ არ მადარდებს ახლა ესეც და მახატია. მე მხოლოდ ერთი, მდუმარება მინდა ახლა და... არარსებობის აწ არსებულ უსასრულო ოკეანეში ტივით შეცურვა და თევზაობა... ვიცი იქ მესია არასოდეს არ ჩამოივლის და არც იქნება ამ ყველაფრის საჭიროება.. და დღეს, როდესაც ვუყურებდი კორპუსთა ლანდებს, სულ ერთი წამით გავიფიქრე და განვიცადე, რომ ის სიჩუმე სიტყვამდე და სიტყვების შემდეგ, ჰაერს რომ ავსებს, ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს.. ჰოდა... ნეტავი, ღმერთო, ხმა საერთოდ არ ამოგეღო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფინალი..
(ორის დღის წინ ვფიქრობდი..)
ყველაფერი მომწონს, სადაც სიჩუმეა.
ფინალი..
(ორის დღის წინ ვფიქრობდი..)
ყველაფერი მომწონს, სადაც სიჩუმეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|