ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვასაძე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2016


  ჩამოტვირთვა

---- ვერდიქტი ----

ესაც თქვენია საამაყოვ,
სამშობლოვ ჩვენო,
ინებეთ :
თქვენი დაშნები,
ხმლები,
თოფები,
ციხეები,
კოშკები,
თეთრი,
ჩაიბარე და შეინახე აქ არის ყველაფერი რაც შენ შექმენი,
ერის სისხლიც და ხორციც გავაყოლეთ მტკვარს
დაე, მოლებმა წაუკითხონ ძილად მისვლის ლოცვა !
დაე , გვამებმა არ წაგართვან შარავანდედი...
შენ დიდო ჩვენო და ძლიერო ჩვენო სამშობლოვ,
ესაც ფიალა,
მეორე მონა ჩამოგისხამთ ღვინოს
და თქვენ კი შესვით თქვენი მებრძოლი
მივიწყებული -
ყურმოჭრილი მონების :
ვერ დაბრუნების,
თავგანწირვის,
ბრძოლის და ძრწოლის,
თქვენი ბრძანებით -
მტკვარს გავაყოლეთ პატრიოტი მედროშეებიც,
აი, აქ არის დაითვალეთ ეს მონეტებიც,
აი ესაც კოლხური თეთრი...
ჩვენ კი წავედით,
მოიხმარეთ მშვიდობაში რაც ჩვენ შევქმენით,
რაც არ შევქმენით,
რაც იმათ შექმნეს ვინც მტკვარს გაჰყვა თქვენი ბრძანებით !
სულ თქვენი იყოს ყველაფერი,
იქნებ უჩვენოდ დაიბრუნოთ,
თქვენი დიდება,
რასაც პირნათლად ვემსახურეთ
და ჩვენც გვჯეროდა.... !!!
მიმიფურთხებია შენი სიმართლისა და სამართალისთვის !
ჩვენ ზურგი შეგაქციეთ
და ჩვენც წავედით ...
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ,
რაც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები