ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2016


შემოდგომის ამოქარება

შენ მზის ამოსვლა გაგიხარდა, მაგრამ მე -არა,
ობლად დარჩენილ ორიოდე ღრუბელს ვჩიოდი.
თეთრი სხივები ალაგ-ალაგ ისე ეყარა,
რომ გავიოცე უცაბედად, როცა მაჩვენე.

კვლავ ცარიელი სახლებივით  იდგნენ ხეები...
დღეები კრთოდნენ შემოდგომის ამოქარებით,
მე სითბო მეცვა, მოტანილი შენი ხელებით
და ვიფერებდი სიყვარულით ნაქსოვ მაქმანებს.

ირგვლივ სიჩუმე... (ზუსტად ისე როგორც მინდოდა)
მაინც სიმშვიდეს მიხატავდი დაღლილ თვალებში,
სულერთი იყო უკვე ძველი უამინდობა
ციკენ გაფრენილს,რომ მჩუქნიდი ყველა თოლიას.

შენ გაგიხარდა მზის ამოსვლა, მაგრამ მე- არა,
დღეები კრთოდნენ შემოდგომის ამოქარებით.
მე შენი ხელით მოტანილი სითბო მეფარა
და ვინახავდი სიყვარულით ნაქსოვ მაქმანებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები