ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2016


* * *

დღეს თუ არა, იქნებ ხვალ
წვიმა ისევ მოვიდეს...
შენზე ფიქრი, ან სულაც,
იქნებ სევდაც მომინდეს?!
ვაჰ, თუ ისევ ამოვყვე შენს
ნაწვიმარ ბილიკებს,
მითხარ, - ღამის ფრინველი
სადაცაა იკივლებს...
ხვალ თუ არა, იქნებ ზეგ
სულაც გადამიარო,
წვიმაც ვეღარ ვიგრძნო და
აღარც თქეშში ვიარო...
მითხარ, ვიდრე გაწვიმდა,
სანამ დრო და დარია,
თორემ ჩემი გონება,
ვგრძნობ, სხვა სიომ არია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები