მრავალს დაუსვამს ეს კითხვა და ზოგიერთმა პასუხიც გასცა, თუმცა გავრცელებული აზრით ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, არადა სინამდვილეში ძალიან მარტივია, ქალებს სურთ იგივე რაც მამაკაცებს, ოღონდ მამაკაცებთან ერთად, ანუ სურთ ყველაფერი, ოღონდ საკუთრებაში, დაქვემდებარებაში, თანაც ისე, რომ ჩანდეს, თითქოს თავად არიან დაქვემდებარებულნი, ქალებს სურთ, ფარული და აქტიური ძალაუფლება, ასევე სურთ ჩვეულებრივი და ყველაზე ყოველდღიური რამეები, და ამ ყველაფრის გარდა, სურთ იყვნენ ყველაზე სასურველნი და ყურადღებამიქცეულნი და ამისთვის, მათ შორის ყველაზე გონიერები, ყველაფერს აკეთებენ, ქალებს სურთ იყვნენ სურვილების შემსრულებლები და თავად იყვნენ სურვილის ობიექტი, მათ სურთ იყვნენ ერთდროულად პატარა გოგონები და თაყვანცემული ქალღმერთები, მათი იდეალური როლი აღმოსავლური კაპრიზული ქალღვთება იშთარი იქნებოდა, ქალებს სურთ იყვნენ დედები, სურთ მიიღონ და გასცენ სიამოვნება, ქალებს სურთ სასიამოვნო სიტყვების მოსმენა, სურთ რომ ხოტბა შეასხან, ქალებს სურთ იყვნენ აღმოჩენილნი, სურთ იყვნენ ერთადერთნი, და ბოლოს, ქალებს სურთ იყვნენ მამაკაცებზე უფრო ძლიერები, ოღონდ ისე რომ კაცებმა ეს ვერასდროს შენიშნონ, და რა თქმა უნდა ასეცაა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. განა მართალი თქვი შენ, მარა რატომაა ეს პოეზია? განა მართალი თქვი შენ, მარა რატომაა ეს პოეზია?
4. გცოდინა და რაღა გინდა. :))
გცოდინა და რაღა გინდა. :))
3. რა სურთ ქალებს? თვითონაც არ იციან. რა სურთ ქალებს? თვითონაც არ იციან.
2. ყველაფერში გეთანხმები, როგორც ქალი, მაგრამ პოეზია რამდენადაა ეს არ ვიცი. ყველაფერში გეთანხმები, როგორც ქალი, მაგრამ პოეზია რამდენადაა ეს არ ვიცი.
1. ძაან მაგარი ფილმია "რა სურთ ქალებს " :) ძაან მაგარი ფილმია "რა სურთ ქალებს " :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|