ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2016


"მამაო ჩვენო"

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
ნუ მიმატოვებ განსაცდელში,
ნუ მიმატოვებ.
შემინდე ცოდვა ლექსად თქმული
და მომიტევე,
რომ სიტყვა-სიტყვით შევეცადე
ამის დაწერა.
მამაო ჩვენო ღვთისმშობელი
გუშინ ტიროდა,
თავად შენ მყავხარ ჩაბნელებულ
სახლის ოთახში,
ჩატეხილ ფანჯრის რიკულიდან
ამოიწვერა,
ღამენათევი მზის თვალები
დილას ზეცაზე
მამო ჩვენ,პური ჩვენი არსობისა
მოგვეც ჩვენ დღეს და,
როგორ ძნელია ეს სიტყვები
მაშინ წარმოთქვა,
როდესაც ტირი,როცა გშია
როცა ღაწვები,
შიმშილისაგან სახლში უკვე
ყველას გაგვიხდა.
მამაო ჩვენო,ვერ ვილოცე,
ხოო ვერ შევძელი,
შენც ხომ იცი რომ ყველაფერი
მალე მორჩება,
ვინც კი მიყვარდა მიმატოვა,
ხოდა ვეცდები,
გულგატეხეილმა გავაგრძელო
შენთვის ცხოვრება.
მამაო ჩვენო ხედავ ვტირი
და ვერ ვჩერდები,
მუხლმოდრეკილი,ლმობიერი
ვდგავარ შენ წინა,
მამაო ჩემო,მამაჩემო დედას
შეხედე,
იტირა ბევრი,იტირა და
ნაცრემლარს სძინავს.
შემინდე ცოდვა,შეცოდილი,შეუცოდავი,
სანთელი იწვის,
იწვის მაგრამ არ დამინთია,
ტაძრის კიდესთან ანგელოზი
ბებოს უღიმის,
ბებოს რომელსაც ხელგაშვერილს
სიცოცხლე სტკივა.
მამაო ჩვენო დავეცი და ვცდილობ
წამოვდგე,
მამაო ჩემო
მამაო ჩემო
რომელიცა ხარ ცათა შინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები