ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2016


***

***
ქარმა მიბიძგა შენამდე,
განა შენამდე რა იყო?!
წვიმაში უნდა მენახე,-
წვიმაში უნდა დაიწყოს:
ლექსი,ზღაპარი, ლეგენდა,
რომ ვიღაც წვიმის სვეტებში
თავგადასავალს ეძებდა.
შემორჩეს კინო-ფირებად
და მოუთხრობდეს პატარებს,
რომ შენზე ფიქრი ფიქრებმა
ურიგოდ გამოატარეს.
წვიმებს და ქარებს ჩვეული,
კლიტეს მოვარგებ გასაღებს,
და მზისგან გამთბარ სხეულში
ტკივილი ეძებს გასასვლელს.
ქარმა მიბიძგა შენამდე,
განა შენამდე რა იყო?!
წვიმაში უნდა მენახე,
წვიმაში უნდა დავიწყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები