ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2016


შემოდგომის სიზმარი

მზე გაცრილ სხივებს გისევს,
ღრუბლის კალთებზე ზის;
ბარდნის ფიქრებში ისევ
დარდი ბედის და გზის.
ამ ყვითელკაბა ალვას,
ქარი უშიშვლებს კეფას;
რაღა აზრი აქვს მალვას
თუ ძლიერდება ყეფა.
შემოდგომაა ქუში,
გული ნაღველით სავსე,
გახსოვს?... სუნთქავდი გუშინ,
დღეს სიტყვა გისავსავებს.
აღარ გინახავს ძნები,
იხსენებ - ურმის ჭრიალს,
სიზმრად პაპა და ძმები,
საბუხრე შეშას ჭრიან.
სოფელს დუმილი პენტავს,
აღარ გაისმის გიჩო...
სად გაიხიზნე ნეტავ
უკანასკნელო ბიჭო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები