ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ფიცხელაური
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2009


სათაური ვერრა დავიგულე

ისევ ზამთრით გაძეძგილი საღამო დადგა თბილისში...
ფანჯარაზე ისევ სანტას წითელი ჩექმა და ფანჯარაში ისევ მთაწმინდაზე ასასვლელი გაჩირაღდნებული გზა მოჩანს, ყურსაცვამები კეიკოს მუსიკითა სავსე და  თეკლას ლექსის მოლოდინში გადავწყვიტე ისეთი რაღაც მომეწერა შენთვის, ერთი მესიჯი რომ ვერ დაიტევდა...
თითქოს არაფერია ცხოვრება, დღე ხვალესაა გაბმული... დრო იყო როცა შენი სახელის ხსენებასაც ვერ ვბედავდი, ახლა კი ცხენების შეკაზმვაზე და მთებში შენთან ერთად დაკარგვაზე ფიქრს ვბედავ უკვე :)
დარწმუნებული ვარ გული გიგრძნობს და შემოიხედები :)
შემოიხედები და ალბათ გაგახსენდება სიმღერად თქმული განვლილი წლები და ზღაპრად სათქმელი მომავალი,,,
ვიცი არაა მნიშვნლოვანი შენთვის, ეცოდინება თუ არა ფანტაზიორთა ქართულ დასს, თუ როგორ უყვარხარ ერთი ხევსურის ბალღს, მაგრამ მაინც თქმად დამიღირდა...
შემოდგომა იყო, გზაშარას ფოთლები დასხმოდნენ თავს, ხევსურეთის ამბებს ვყვებოდი და შენს გვერდით მივდიოდი, შენ კი მხოლოდ იმაზე ნაღვლობდი, ყვითელი ფოთლები რომ ეწირებოდა ჩვენს ნაბიჯებს ...





























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები