ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
1 ნოემბერი, 2016


მოსაწყენი სურათი

მოსაწყენი სურათით
ცა მოხატეს ღრუბლებმა,
წვიმს და წვიმის წვეთები
სულ ჭიშკართან გუბდება.
ჩამომჭკნარი ცირცელი
ფანჯარასთან სველდება,
სადაცაა სოფელი
მთლად განაცრისფერდება.
შემოდგომა ადრიან
მოსვლით თავს რით იმართლებს?
ეჰ, გული კი მისტირის
კვლავ სითბოს და სინათლეს!

А. Плещеев - Скучная картина
Скучная картина!
Тучи без конца,
Дождик так и льется,
Лужи у крыльца...
Чахлая рябина
Мокнет под окном,
Смотрит деревушка
Сереньким пятном.
Что ты рано в гости,
Осень, к нам пришла?
Еще просит сердце
Света и тепла!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები