ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2016


# # #

ციდან ღრუბლები უპირობოდ  წვიმას თესავენ,
გარეთ ქარია და ნისლებმა მთვარე გარიყეს,
ცხოვრობ.ვცხოვრობ და არაფერი თითქოს საერთო,
ასე ცალ-ცალკე ვეგუებით ზამთრის ამინდებს.

წვიმას  ნელნელა შეერია ფიფქები,თოვლი.
გვანან ქუჩები ხალხისაგან დაცლილ ვაგონებს,
ბოლო მგზავრები შემოვრჩით და ვეძებთ შესასვლეს
ერთმანეთში და მივაგენით მხოლოდ გამომსვლელს

ერთმანეთიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები