უილიამ ბლეიკი
მზესუმზირა .
ო, მზესუმზირავ! ჟამს დაუქანცავს, ვინც მზის ნაბიჯებს თვალი აყოლა: ეძებდა მხარეს, ტკბილ ოქროს საცავს, სადაც მგზავრობა მთავრდება ყველა.
ჭაბუკის ჩაკვდა სად ვნებები და თოვლის საფარქვეშ მკრთალ ქალწულს სძინავს: იქ აესწრაფეთ საფლავებიდან, სადაც ასვლა სურს ჩემს მზესუმზირას.
( თარგმანი ნინო დარბაისელისა)
William Blake (1757-1827)
Sun-flower
Ah Sun-flower! weary of time, Who countest the steps of the Sun: Seeking after that sweet golden clime Where the travellers journey is done.
Where the Youth pined away with desire, And the pale Virgin shrouded in snow: Arise from their graves and aspire, Where my Sun-flower wishes to go.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|