ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2016


ეს მე ვარ!

ეს მე ვარ, ასეთი, როგორიც
ვიქეცი, არ ვამბობ - მაქცია...
აბა, რა გეგონა, გოგონი,
პასუხს რომ არ სთხოვდი საქციელს...
ეს მე ვარ, შვიდფერა განცდებით,
ხუთი გრძობაა და ორი კი...
გარკვეულ ასაკს რომ გასცდები,
ბედი აღარ გიდგას მორიგედ...
ეს მე ვარ, ოცნების საქარე
ჯერ ისევ ღია მაქვს მინები...
ამბებსაც ვუყვები დაქალებს,
ისეთს, ჩაიზე რომ ვინებებთ...
სათქმელს უთქმელობით არ ვვარცხნი,
და უკვე არ ვრაღაცნაირობ.
რისი გამარჯვება, რა მარცხი,
ჰო, ისე ვიცხოვრე, აი, რომ,
მეთქვა თავისათვის - ეს მე ვარ!
ხან მშვიდი, ხანდახან ბუნტარი.
ცხოვრებას, სულ მე რომ მეხება,
მეც ჩემი სათქმელი ვუთხარი...
08.11.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები