ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
(მოთხრობა ეფუძნება რეალურ ისტორიას.)
საბოლოოდ იმდენი ხაჭაპური ვჭამე, რომ ცხიმად გარდავიქმენი, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად გამორჩეულს მხდიდა, – სოფელში ყველაზე დიდი წონის მე ვიყავი, რა თქმა უნდა სისხლიაანთ პავლეს შვილიშვილის შემდეგ. მისი წონა, ჩემსას რამდენიმე კილოგრამით აღემატებოდა. ამრიგად, ისიც ქალიშვილი იყო და მეც. დროთა განმავლობაში თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი დავივიწყეთ, წამოვიზარდეთ და ამჯერად მხოლოდ მხოლოდ უზარმაზარი პენისი გვიელავდა თავში, რაც ნელი ბიძგებით გაგვირღვევდა საშოს. არადა, ფიზიკურად თუ არა, შინაგანად მართლაც კარგი გოგო ვიყავი; მხოლოდ მსუბუქი ცოდვები თუ მამძიმებდა სინდის–ნამუსს, მაგალითად როგორიცაა სკოლის პერიოდში ვიღაცის ჩაშვება მასწავლებლებთან და ა.შ და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთი შემთხვევა განსაკუთრებულად მახსენდება: როცა დაწყებით კლასში ვიყავი, ჩემს კლასელს საშინაო დავალების დაწერაში არ დავეხმარე მიუხედავად იმისა, რომ ისე მეხვეწა, თითქოს საქმე სიკვდილ–სიცოცხლეს ეხებოდა. შემეშვი, შე წკვლინტიანო ლაწირაკო–მეთქი. კიდევ ერთხელ მთხოვა. შენ არ იცი, ორიანის გამო სახლში რას მიშვრებიანო. კარგად მახსოვს, თავის შესაფერად, მათხოვარივით ეცვა და ყურები მანათობელი ყვითელი გოგირდით ჰქონდა გამოტენილი. პირიდან კვლავინდებურად ლეშის სუნი ამოსდიოდა, რასაც, როგორც წესი ტუჩების კვნეტა იწვევს. ტუჩზე, პატარა კანის ნაჭრები რჩება და იხრწნება. არა–მეთქი! საბოლოოდ კი მან ორიანი მიიღო. წარმომიდგენია ამის გამო მისი შეშლილი დედა რა ამბავსაც მოაწყობდა შიდა სამზარეულოში. ეს პატარა ბინძური ბიჭი, მეექვსე კლასიდან სხვა სკოლაში გადავიდა... ან შესაძლოა სკოლაში მის მერე საერთოდ არ უვლია... ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. ინტერნეტში ვუყურებდი პროფესიონალურად გადაღებულ პორნოგრაფიებს საშა გრეის მონაწილეობით. ამის გარდა, ვირტუალური სექსითაც ვერთობოდი. რამდენიმე ინტერნეტ მეგობარი მყავდა, რომლებსაც ჩემ ეროტიკულ ფოტოებს ვუგზავნიდი, ვიდეო თვალში ვმასტრუბირებდით და ერთმანეთს ვუზიარებდით ორგაზმის მშვენიერებას თუ ჩვენ საყვარელ პოზებს. რამდენიმე ფეისბუქ გვერდი მქონდა. ერთგან ვიყავი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ავადმყოფი, მეორეგან კი უკიდურესი დეპრესიის მქონე მელანქოლიკი. იმ გვერდზე, სადაც კი დეპრესიული ვიყავი, ვაზიარებდი მოცარტისა და ბახის დამთრგუნველ მუსიკებს, ვწერდი მწუხარების გამომხატველ მინიატურებს თუ ჩანახატებს და ვეკონტაკტებოდი მონათესავე სულებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში დამეკონტაკტებოდნენ თუ ეცოდინებოდათ ჩემი ვიზუალური მდგომარეობა. ახლა კი ორიოდე სიტყვით აგიხსნით, თუ როგორია მსუქნის ცხოვრება: როდესაც არც ისე სახარბიელო ვიზუალური მდგომარეობა გაქვს, ესე იგი, შენ არ არსებობ ამის პირდაპირი და საუკეთესო გაგებით. როცა აშკარად არსებობ და თან არ არსებობ, ხდები დეპრესიული და ასეა თუ ისე, ფსიქიკურადაც ცოტა ვერ ხარ, რა. გააჩნია, რამდენად განიცდი უყურადღებობას. ამას მე უკიდურეს ზომებში განვიცდიდი, თუმცა მჯრეოდა, აუცილებლად შევიცვლებოდი, გავხდებოდი ყველასათვის სასურველი პიროვნება. მე იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენი სექსუალური მამაკაცი გამჟიმავდა. ამაზე კი, ყოველჯერზე ვიღგზნებოდი. მაინც როგორია, როცა სრულყოფილი მამაკაცი გჟიმავს?! ცოტა მოგვიანებით გამიმართლა და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა დაიწყო ჩემი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილება, ოღონდ ამას ისე ახერხებდა, ქალიშვილობას არ ვკარგავდი და ამას ის არც მთხოვდა. ჩვენ ერთმანეთს საღამოობით ვხვდებოდით მისივე ბოსელში და ძროხებით გარშემორტყმული, ვიკმაყოფილებდით სურვილებს. ის ტუჩებიდან იწყებდა და როცა დაასრულებდა ძუძუს თავების ენით დასველებას, მისველებდა საშოს, რაც უდავოდ რაღაც არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებდა. ის ყურადღებას ამახვილებდა ჩემ სიამოვნებაზე და ამას ვაფასებდი, მადლობის ნიშნად კი ორგაზმის შემდეგ, ვუნძრევდი, საუკეთესო შემთხვევაში ამას ძუძუებით ვაკეთებდი. მას მოსწონდა, როგორ ათავებდა ჩემზე და როგორ სვრიდა ჩემ სახეს სპერმით. ერთხელ, მტკივნეული ანალის სანაცვლოდ, მინეტის გაკეთება შევთავაზე. მის პენისს მარილის გემო ჰქონდა, სპერმას კი სიგარეტის. რა ვიცი აბა, მაშინ ესე მომეჩვენა. ვერთობოდი უაზროდ, სოფლის კონცერტებსა, ბირჟაზე თუ წელიწადში ერთხელ რეგიონის ცენტრში, სადაც საღამოს ცხრაზე იწყებოდა სოფლელების შეჯიბრი ჭიდაობაში და მთავრდებოდა დილის ოთხ საათზე. მომწონდა ძლიერ ბიჭუნებთან ფლირტაობა... ფლირტაობა თუ არა, ყურება ხო მაინც გამოდიოდა, არა? ყოველ საღამოს დავსეირნობდი ყველაზე სახიფათო ქუჩებზე, რომ ვინმეს მაინც გავეუპატიურებინე. ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანიც ვიყავი. დიახ, კარგი ინტელექტის მქონე ადამიანი. ვეცნობოდი ძველი ფილოსოფოსების აზრებს და ბიბლიის სრულყოფილად შესწავლით ვიყავი დაკავებული. ქრისტეში კონკრეტულად ის მომწონდა, რომ მსუქნებსაც ადამიანებად თვლიდა. ასევე შეყვარებული ვიყავი იაპონურ პოეზიაზე და ვაღმერთებდი მეოცე საუკუნის გამოჩენილ ლიტერატორებს, ო’ჰენრი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯეკ ლონდონი და ა.შ და ა.შ. მაგრამ, ჩემი აიქიუ ას ათს ვერ ცდებოდა. ერთით მეტი აიქიუ რომ მქონოდა, ჩემი ინტელექტი იქნებოდა საშუალოზე მაღალი. ოჯახური მდგომარეობაც არ მქონია სახარბიელო: ლოთი მამა და დედა, რომელსაც მხოლოდ საჭმელების კეთება გამოსდიოდა. სახლში ორმოც თეთრიანი ნათურები ანათებდა, რაც მეტად დამთრგუნველია, დამთრგუნველია იმის ყურება, თუ როგორ ანათებს შპალერ ჩამოხეულ კედლებს დაბალი სინათლე. ხომ გესმით, ეს ნათურები ანელებდა ჩვენი დენის მრიცხველის მოძრაობას. როდესაც მამაჩემი თავის სასმლის სუნად აყროლებულ ძმა–ბიჭებთან სვამდა, მე ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვიდოდა იმ სადღეგრძელოს ჯერი, როცა ჩემი დალოცვა გახდებოდა საჭირო და გივი ძია ჩამისვამდა კალთაში, რომ კვლავ მეგრძნო მისი ამდგარი პენისი ჩემს საჯდომზე. ეს მე მსიამოვნებდა. მსიამოვნებდა მისი მზერა ჩემს მკერდზე, ჩემს აწ შევიწროვებულ ძუძუს თავებზე, მაგრამ შანსი რომ მომცემოდა, გივი ძიას არასდროს მივცემდი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წარმომიდგენია თუ როგორ ცხოველურად მჟიმავდა მისი აყროლებული ცოლის საწოლზე. რა არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე სექსი იმასთან, ვისთანაც ეს არ შეიძლება?! როგორი იყო–მეთქი, ვეკითხებოდი ჩემ ახლად დაქორწინებულ მეგობრებს და ისინიც დეტალურად მიღწერდნენ, თუ როგორი იყო. შემდეგ, ეკლესიაში სიარული დავიწყე, ღვთისმშობელს ვევედრებოდი, ცოტა უკეთესი გამხადე–მეთქი. ხომ ხვდებით, ღვთისმშობელთან ასე ახლოს მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ვფიქრობდი, ქალია და კარგად გამიგებს–მეთქი. მას ვუყვებოდი ჩემ მთელ გასაჭირს და ერთხელ მიპასუხა კიდეც, ყველაფერი ხორციელი, დაივიწყეო. აღვშფოთდი, პირდაპირ. ხოდა, მის მერე სხვა წმინდან ქალებზე დავიწყე ლოცვა, იქნებ მაგათმა მაინც მიშველონ–მეთქი. ილოცეო. მეც ვლოცულობდი. დიახ, მომწონდა ტკბილ ტყუილში ცხოვრება. ლამის ხალხს დავუწყე ვედრება, რომ ტკბილი ტყუილი ეთქვად. როდის თხოვდებიო, რომ მეკითხებოდნენ ვდუმდი, თუმცა ვფიქრობდი, როცა ამის საშუალება მომეცემა, ეგრევე–მეთქი. ხო, ეგრევე. ალბათ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, სწავლა უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა. ასე შევწყვეტდი ერთი ადგილის ტკეპნას და დარწმუნებული ვარ დედაქალაქში ცხოვრება აზრზე მომიყვანდა, ამის საუკეთესო გაგებით. ვივლიდი უნივერსიტეტში და მეყოლებოდა უამრავი მეგობარი, რა თქმა უნდა საინტერესო ინტერესებით და განვითარებული ცნობიერებით. შემდეგ კი, სავარაუდოდ რომელიმე კარგად მოსაუბრე ფილოსოფიის ლექტორი, ჩემზე ზეგავლენას მოახდენდა და შემიყვარდებოდა. ვივლიდი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე და რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე. ვიქნებოდი მოყვარული მწერალი, ამრიგად, ქალაქში აღმოცენებულ მსუბუქ დეპრესიებს პუბლიცისტური ნაშრომებით გავაქარწყლებდი. მერე ვინმე ისეთს შევუყვარდებოდი, ვინც ამიმაღლებდა თვითშეფასებას და გავხდებოდი სრულფასოვანი. თავიდან დროის უმეტეს ნაწილს გავატარებდი სპროტ–დარბაზში, ვარჯიშის შემდეგ კი ჩემი კუნთები და მთლიანი ნერვიული სისტემა მოეშვებოდა სასიამოვნოდ თბილი წლით სავზე აუზში. ვიცხოვრებდი მარტო და სახელით არ ჩამოვუარდებოდი ისეთი დონის მხატვრებს, როგორებიც იყვნენ ვან გოგი და სალვადორ დალი. ჩემი ცხოვრება იქნებოდა მრავალფეროვანი და დროთა განმავლობაში გავხდებოდი ყველასთვის სასურველი პიროვნება. ვივლიდი სარდაფში მოწყობილ ბარებში, სადაც მხოლოდ როკენროლი თუ გაიჟღერებდა. ამავდროულად, ვიმუშავებდი საუკეთესო გამომცემლობის წიგნის მაღაზიაში, სადაც მალევე დამაწინაურებდნენ და გავხდებოდი პიარ მენეჯერი. ამასთან, ინტერნეტ ჟურნალისტიკობასაც ვცდიდი და დროის გაყვანის მიზნით, გავწევრიანდებოდი რამდენიმე ინტელექტუალურად დატვირთულ კლუბში. წავიკითხავდი თანამედროვე ლიტერატურას სატირას სტილში. მეტად გახსნილი და კომუნიკაბელური გავხდებოდი; გავხდებოდი საღად მოაზროვნე, გაწონასწორებული. სარკეში ჩახედვისას, მსუქანი და დეპრესიული გოგოს ნაცვლად, დავინახავდი სრულყოფილებას. მაშასადამე, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ქალაქურ ამბებს კვლავ სოფელში ვიგებდი. ძროხის მოწველის დროს, სექსუალურ აზრებს ვღძრავდი... სხვანაირად ძროხის მოწველა ნაღდად ვერ არის საუკეთესო საქმიანობა. ღმერთმანი, ამაზე ყოველთვის გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა, ვერაფრით შევეჩვიე. ბავშვობიდან მძულს ძროხის ძუძუების ფორმა და ამ ძუძუებიდან გამოწოვილი სპერმისებრი სითხე, რომლის გემოც არანაკლებ გულისამრევია. ჩემი სკოლის მეგობარი ყოველდღე მთავაზობდა, საღამოობით ვივარჯიშოთო, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა აზრი ქონდა ვარჯიშს, როცა ქათმის ჩახოხბილზე და ინდაურის, თუნდ კურდღლის ხორცზე, უარს ვერასდროს ვამბობდი, მამაჩემი კი ყოველ დღე სწორედ ხორცეულობებით იყო განებივრებული. ერთხელ ვცადე ვარჯიში, მთელი ერთი კილომეტრი შეუსვენებლივ ვირბინე, მაგრამ ისე დავიღალე, განმეორებაზე აღარასდროს მიფიქრია. თან, ჩემი ქონების ფარფატი ძუნძულის დროს, არა ნაკლებ სასაცილო სანახავი იყო. მეთორმეტე კლასში, დვალიშვილმა მაგრძნობინა, რომ მოვწონდი და ის დღეები დავფრინავდი, როგორც ასეთი. ნუ, იმ პერიოდებში დვალიშვილზეც თანახმა ვიყავი. როგორ ფიქრობ, რამე გამოგვივაო, მკითხა სკოლის ტუალეტში, როცა პირველ გაკვეთილს ვაცდენდით. სიმართლე ის იყო, რომ ბიჭების ტუალეტში თავს უხერხულად არ ვგრძნობდი... აი, რამე გამოგვივიდოდა თუ არა, ეს ნაღდად არ ვიცოდი, თუმცა მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მორცხვად ვუთხარი, გამოგვივა–მეთქი და გახარებულმა პირში მომცა, მანამდე კი მიზნის მისაღწევად ჩემი აღგზნება ძუძუების დაზილვიდ გადაწყვიტა. მის მერე არათუ კვლავ კითხულობდა, გამოგვივიდოდა თუ არა რამე, არამედ ზედაც აღარ მიყურებდა, რამაც გარკვეული პერიოდი უკიდურეს დეპრესიაში ჩამაგდო. მაგალითად, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდი, მეგონა, რომ ყველა მე მიყურებდა და ფიქრობდნენ, საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის ეს იდიოტიო. მაღაზიაში ორჯერ მიწევდა შეკვეთის მიცემა, გამყიდველს რომ შევემჩნიე. ხმამაღლა მიწევდა საუბარი იმის გამო, რომ ჩემთვის მოესმინათ. ეს ასაკის ბრალია და რაღაცეები მეჩვენება–მეთქი. თუ სიცილი მესმოდა, მეგონა, რომ მე დამცინოდნენ. რამდენჯერმე ისიც კი შევამჩნიე, თუ როგორი სიბრალულით მიყურებდნენ. ჩემს ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერ არის–მეთქი. მხოლოდ მაშინ მაქცევდნენ ყურედღებას, თუ ჩემგან რამე უნდოდათ, მაგალითად მინეტი, ან საუკეთესო შემთხვევაში დავალების გადაწერა. არა უშავს, როცა იქნება ყველაფერი დალაგდება–მეთქი. დაბალი თვითშეფასებისგან განადგურებულს, ხასიათს მხოლოდ ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ დაკვრა თუ მიუმჯობესებდა. ეს იყო უმარტივესად შესასრულებელი მელოდია, ზედ გამოჭრილი უნიჭო დამკვრელებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება–მეთქი. თავს იმ წარმატებული და გამოჩენილი ადამიანებით ვიმშვიდებდი, რომლებიც ოდესღაც ფიქრობდნენ, რომ ყველაზე უბედურები იყვნენ. მეც უბედური ვიყავი... მოტივირებული უბედური. ზაფხულის შუა რიცხვებში, როგორც ყოველთვის, მე და ჩემი ერთადერთი მეგობარი სოფელთან ახლოს, მდინარეზე წავედით. მდინარემდე მისასვლელი გზა მეზიზღებოდა, – ერთნაირი მახინჯი მცენარეებით დაფარული ველი. არც მდინარე იყო ლამაზი, ხშირად ტივტივით ჩამოჰქონდა ზემო სოფლის ნაგავი, ხანდახან მკვდარი ცხოველებიც კი, ხოდა გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა ქათმის, ან ღორის მომაკვდინებელი გრიპით რომ დაავადებულიყავი. სამწუხაროდ არ დაავადებულვართ. – შენაირი რომ ვიყო თავს მოვიკლავდი. – გამეხუმრა ეს ჩემი მეგობარი და მდინარეში სრულიად შიშველი შევიდა. ხოდა წარმოვიდგინე თუ როგორ უხერხულში ჩავარდებოდა ამ სიტყვების წამოცდენის გამო. მაინც თავს როგორ მოიკლავდი–მეთქი. – თავს ჩამოვიხრჩობდი. რა ადვილი სათქმელია–მეთქი. შემდეგ უეცრად ნაპირზე გამოვიდა, ჯერ თავის ჩამოწელილი ძუძუები შეათვალიერა, მერე მე შემომხედა და მითხრა, თუ გინდა მე მოგკლავო. გავიღიმე, ხუმრობად ვაქციეთ ეს დასაფიქრებელი შემოთავაზება და მდინარეში ორივე შევედით. ხანდახან, ღამე დაწოლისას, ვფიქრობ, თუ რა იქნებოდა შემოთავაზებაზო რომ დავთანმხმებულიყავი. როგორ მომკლავდა ის?! ან საერთოდაც, მომკლავდა?! ალბათ მდინარეში დამახრჩობდა, ან რაც მეტად სავარაუდოა, დიდ ლოდს თავში იქამდე მირტყამდა, სანამ სულს არ გამაფრთხობინებდა. დასწყევლოს ეშმაკმა, ნეტავ დავთანხმებულიყავი. მაგრამ თუ გინდა მერე მომკალი–მეთქი, როცა გეტყვი, მომკალი. ისევ გაიღიმა.
დვალიშვილი ყველას ეკითხებოდა, ექსკურსიაზე მოდიოდნენ თუ არა, მე კი კალმის წვერს ხელის გულზე ვირჭობდი. მინდოდა ტკივილით გამექარწყლებინა უყურადღებობა. კითხა ელენეს... კალმის წვერი უფრო მაგრად მივიჭირე... კითხა ლადოს... უფრო მაგრად... კითხა თათიას... ბევრად მაგრად... კითხა სალომეს... კალმის წვერმა შეაღწია კანს მიღმა და რამდენიმე კაპილარში, სავარაუდოდ სისხლს მცირეოდენი მელანი შეერია. საინტერესოა გულმა რა იფიქრა, როცა აღმოაჩინა, რომ მელან ნარევ სისხლს ამუშავებდა. დედაჩემის და მამაჩემის ხელში გაზრდილს, სიყვარულის ჯერ კიდევ ბავშვობიდან არ მჯეროდა. ვამტკიცებდი, რომ ის, რასაც სიყვარულს ეძახდნენ, იყო სექსუალური ლტოლვა. ქრება სექსუალური ლტოლვა, – ქრება სიყვარულიც. სხვებმა არ იცოდნენ, ეს მხოლოდ მე ვიცოდი; ვიცოდი ის, რომ ჩვენ ბებიებსა და ბაბუებს ერთმანეთი არ უყვარდათ. ვიცოდი ისიც, რომ არც ჩვენს მშობლებს უყვარდათ ერთმანეთი. ყოველთვის ცხოველები ვიყავით, ვეყრდნობოდით ინსტიქტებს და ეს იმდენად არ მოგვწონდა, რომ ჭეშმარიტებას ვუარყოფდით. რაღაც დონეზე არათუ ისინი ვიყავით, ვინც ვიყავით, არამედ ისინი, ვინც გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით და ასეც ჯობდა. მერწმუნეთ, ჯობდა–მეთქი! ესეც ასე, ჩემო მეგობრებო, ჩემო უცნობო მეგობრებო, ასეთი გულისამრევი ცხოვრება მქონდა იქამდე, სანამ ღმერთი არ გავიცანი... დიახ, ღმერთი! შუადღის მიწურული იყო. ჭიშკრის წინ ვიდექი და ისევე როგორც მთელი სოფელი, მეც ნახირს ველოდებოდი. ამგვარად წარმიმართა მოვლენები: ნახირზე ადრე, ორიათას რვა წლის „მერსედესი“ მოვიდა და ფანჯრიდან თავ გადმოყოფილ ღმერთმმა, აი შენ, ძალიან მეცნობიო. მორცხვად გავიღიმე. ჩემი ბინძური ხელები უმალ დავმალე. თმის შესწორება ვცადე, მაგრამ ამაოდ. სირცვილისგან, მინდოდა ჩემი ფეხების ქვეშ მიწა გახსნილიყო, გავმგზავრებულიყავი დედამიწის ბირთვისკენ და... მაგრამ მიწა არ იხსნებოდა... არც ღმერთი მაშორებდა თავის სუნთქვისშემკვრელ მზერას. მანქანიდან გადმოვიდა და ჩემს წინ დადგა. მზის სათვალეებს არ იხსნიდა, ალბათ იცოდა, რომ მაგრად უხდებოდა. თეთრი პერანგიც უხდებოდა, რაც რაღაც ძალით ოფლით არ ლაქავდებოდა. მისი კბილებიც ისეთი იყო, სხვის პირის ღრუში რომ არ მენახა. კიდევ, ინტელექტუალური იმიჯი ჰქონდა, თუ სწორედ ვამბობ. – არა, შენ ნაღდად ჩემი ნაცნობი ხარ. აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, მისნაირი ტიპები ჩემნაირ გოგოებს რომ არ იცნობენ. სადმე ხომ არ შევხვედრივართო. რავი–მეთქი... მეც დავიბენი, რა. – ახლა დრო რო მქონდეს კი გავიხსენებდით რამეს... მაგრამ თუ გინდა ეს ხვალ იყოს. თბილისიდან ვარო, ბავშვობაში დროს აქ ვატარებდიო. აქ ძველმა მეგობრებმა დამპატიჟეს, ხომ ხვდები როგორც ხდება, კაი პურ–მარილს მახვედრებენ და ხვალ საღამოს, სადღაც ასე შვიდისთვის, აქ მოგაკითხავო. იცოდე, უარს არ მივიღებო. უარის თქმას არც ვაპირებდი–მეთქი, ვუთხარი და დარჩენილი დრო აზრზე მოსვლას ვცდილობდი, თუ რა მოხდა. ღმერთი, – სხვა არაფერია, თუ არა იმედი. მოკლედ, ჩემდა განსაცვიფრებლად ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა: ღმერთმა შვიდ საათზე მომაკითხა თავისი ღვთაებრივი „მერსედესით“ და მის გვერდით მოვკალათდი ისე, რომ ღვედიც არ შემიკრავს. იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა, არამედ საქმე იმაში იყო, რომ ეს საჭირო არ ყოფილა. მანქანაში რაღაც მაგარს უსმენდა, აი ისეთს, სამოცდაათიანებში ამერიკელები რომ უსმენდნენ, როკენროლის მსგავსს. ვკითხე კიდეც, ამ მუსიკას რა ქვია–მეთქი. მიპასუხა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. მუსიკის სახელში ერია ასო „ქ“ და ასო „ნ“. სოლისტის ხმით თუ ვიმსჯელებ, ის იყო ხანში შესული. მაგრამ ხანდახან რაღაც უნდა გვახსოვდეს. ხანდახან რაღაცეები არ უნდა მოვიბეზროდ. მანქანაში მითხრა, გუშინ შენზე ვფიქრობდიო. – უფრო კი იმაზე, რომ მეცნე. კითხვა თუ გიყვარს? – კვირაში ყოველდღე თუ არა, ხუთ დღეს მაინც კითხვაში ვატარებ. ბევრი წიგნი გექნება წაკითხულიო. – ხოდა ფროიდზე რას ფიქრობ? – მკითხა და ცუდ გზაზე დაიწუწუნა, მთავრობაც გამოლანძღა ერთი–ორი ზრდილობიანი სიტყვით. რავი, ფროიდი კარგია–მეთქი. – ეგ ამბობს, შემთხვევით არავის ვირჩევთო. ყველა ჩვენს მიერ არჩეული პიროვნება, უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერშიო. ხოდა, ვიფიქრე, იმიტომ ხომ არ მეცნე, რომ ჩემ ქვეცნობიერში უკვე დიდი ხანია არსებობ–მეთქი.
პირველად დედაქალაქი მან დამათვალიერებინა. მაინც ვინ ხარ შენ, თუ ღმერთი გათვალიერებინებს ქალაქს?! რომ გაიგო, წყალწაღებული სოფლელი ვიყავი, ზუსტად ესე მითხრა, აზრზეც ვერ მოხვალ ჩემი ქალაქი ღამ–ღამობით რა ლამაზიაო. ეს იყო და ეს, მე აუცილებლად განახებო. ხოდა, ღამე წამომიყვანა ამ დაწყევლილი ადგილიდან და თბილისი, რაღაცნაირად პარიზსს მივამსგავსე, ერთი ის განსხვავება იყო, რომ ეიფელი არსად იყო აღმართული. აი, ეს ქართლის დედააო, სადღაც ძეგლთან ამიყვანა, საიდანაც მთელი თბილისი მოჩანდა... მთელი თუ არა, სამოცი პროცენტი მაინც. – აბა, ყველაზე მეტად რა მოგწონს? მეთქი, სტაფილოსფრად განათებული ხმელეთი. უფრო სიღრმისეული იყავი რომ მითხრა, დეტალურად დავუწყე იმის მოყოლა, თუ რაც მომეწონა. – მომწონს დაცარიელებული ქუჩები... – დავასრულე ამით. თბილისში სეირნობა ამით არ დამთავრებულა. ზღვაზეც არ ვყოფილვარ–მეთქი რომ ვუთხარი, აღშფოთდა, ასე ცხოვრება როგორ შეგიძლიაო. ზღვა როგორ არ გაქვს ნანახიო. ზღვა ყველაზე მშვენიერი რამაა ამ დაწყევლილ პლანეტაზეო. ხოდა როგორღაც ზღვაზეც მოვხვდით. ამ მოგზაურობის დროს, სიმართლე ვთქვა, ყველაზე მეტად „მერსედესში“ გაჟღერებული მუსიკები მომწონდა. იმ დროს შემოდგომის ნიავი უბერავდა და ჩემი გაშლილი თმაც აღმოსავლეთისკენ ფრიალებდა. ზღვის წინ ვისხედით, ქვებზე, ,ართალია ფიზიკურად არაკომფორტულად, მაგრამ მთავარი სულია, როგორც ამას კაცობრიობის საღი აზრი გვასწავლის. მოღრუბლული იყო. ზღვა ბობოქრობდა. ირგვლივ მისტიური გარემო სუფევდა, ცოტაც ციოდა და დაბნელების ჟამით ვტკბებოდით. კაცი–შვილი არ ჩანდა. საათების განმავლობაში მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით. რომ მეფიქრა, ზომბი აპოკალიფსი დაიწყო–მეთქი, დავიჯერებდი. მან მითხრა, აი, ხომ გრძნობ რაღაც არაამქვეყნიურსო. ხომ აღფრთოვანდი ზღვითო. ხომ ნანობ, ეს ყველაფერი აქამდე რომ არ ნახეო. თავიდან კოცნა დამიწყო, როგორც ეს ადამიანებს შეშვენით, მერე კი მკერდზე შემეხო. თავიდან პულსაციას მთელ სხეულში ვგრძნობდი. ვხურდი, ამის პირდაპირი გაგებით, ის კი მაინც არ ჩერდებოდა. ისე აღმაგრძნო, აღარაფერი გამაჩნდა ინსტიკტების გარდა... ხოდა მეც ცხოველივით ვკაწრავდი მის გულმკერდს. და როცა უკვე საქმე–საქმეზე მიდგა, ჩავჩურჩულე, ქალიშვილი ვარ–მეთქი. არ იღელვოო. არ გატკენო. მოგეწონებაო. სიმართლე ვთქვა, არ მესიამოვნა... სისხლი არც წამომსვლია, ალბათ საკმარისად ვერ ეცადა, თუმცა ეს შემდეგ დღეებში მოხდა. სიგარეტს ეწეოდა. მე თავი მასზე მედო. მდუმარებაში გატარებული წამების ჟამს, ყურადღებით ვუსმენდით ზღვის გამოძახილს, რაც ტალღის ხმელეთზე შეჯახების დროს ისმოდა. პერანგი შეხსნილი ჰქონდა. რაღაცას ვეჭვობდი. ვფიქრობდი, რაღაც რიგზე ვერ არის–მეთქი. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება–მეთქი. მან მითხრა, იცი, მე გიჟი ვარო. სულ სიგიჟეებს ვაკეთებ, ანუ იმას, რაც გულწრფელად მსურსო. ექსპერიმენტებს არასდროს ვატარებო. არასდროს ველოდები იმას, რაც ახლა მსურსო. ხოდა ახლა შენი ცოლად მოყვანა მინდაო. უფრო სწორად, მინდა ერთად ვიცხოვროთ დედაქალაქშიო. დამიჯერე, ერთად ბედნიერები ვიქნებითო. უზრუნველყოფილად იცხოვრებო. სწავლას გაგაგრძელებინებო. მერე დავქორწინდებითო. კომფორტული სახლი მაქვსო. ერთად უამრავ ბედნიერ წამს გავივლითო. მე გაკვირვებული ვუსმენდი. გაკვირვებულზე მეტად, გამოდებილებული. შენ არც კი იცი, თუ როგორ გაგაბედნიერებო. ზუსტად სამ დღეშიო. სამ დღეში შენ სოფელში წამოვალ და წაგიყვანო. არც ისაა პრობლემა, შენი მშობლები თუ წინააღმდეგნი იქნებიანო. ჩვენ გავიპარებითო. ოღონდ დამთანხმდი და ყველაფერს გავაკეთებო. – მითხარი, ჩემნაირი გოგო რატომ შეგიყვარდა?! შენ ხომ საუკეთესო ხარო. ვიფიქრე, რომ მართლაც საუკეთესო ვარ... მისთვის. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მესამე დღეს ბარგი ჩალაგებული მქონდა. საღამოს ველოდებოდი, რომ აქაურობას დროზე–ადრე გავცლოდი. უბედნიერესი ვიყავი. ქალღმერთი ვიყავი. მართლაც, ღმერთი შემყვარებოდა. მაგრამ ყველაფერი აყირავდა! იმ ღამეს არავინ მოსულა ჩემს წასაყვანად, მეორე დღეს კი შეტყობინება მივიღე შემდეგი სიტყვებით: „საშინაო დავალების შესრულებაში უნდა დამხმარებოდი.“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. წაკითხული მქონდა მანამდე
შიშველი სიმართლეა უბრალოდ ალაგ-ალაგ სხვა არაფერი
მოთხრობა ბევრი არაფერი 3 ქულა წაკითხული მქონდა მანამდე
შიშველი სიმართლეა უბრალოდ ალაგ-ალაგ სხვა არაფერი
მოთხრობა ბევრი არაფერი 3 ქულა
9. კარგი ნაწერია მომეწონა, არის საოცარი ადამიანური განცდების გადმოცემა მაგრამ რაღაც-რაღაცეები ზედმეტად აუშნოებს ამ კარგ თხრობას. კარგი ნაწერია მომეწონა, არის საოცარი ადამიანური განცდების გადმოცემა მაგრამ რაღაც-რაღაცეები ზედმეტად აუშნოებს ამ კარგ თხრობას.
8. იმ შუაშია რომ პრიმიტიულად აგიხსენი და გაგახსენე.
იმ შუაშია რომ პრიმიტიულად აგიხსენი და გაგახსენე.
7. ჩემი პოეტობა რა შუაშია აქ საერთოდ :)))
კაი ჩემი პოეტობა რა შუაშია აქ საერთოდ :)))
კაი
6. თეთრო თუ მოთეთრო პოეტო,
ვინ გითხრა რომ პრიმიტიული ხედვა ცუდია? მთელი გენიალურობა სწორედ პრივიტივიზმშია, მაგრამ მაგის გაგებას კი უნდა ცოტათი რთული, ანუ ყბადაღებული აზროვნება. მე მხოლოდ ის გითხარით, რომ თქვენ საერთოდ არასწორად გაიგეთ ამ მოთხრობის მთავარი არსი.
ახლა მეც პრიმიტიულად გეტყვი: შენ რომ პოეტის არაფერი გცხია, "ყბადაღებულად" კარგად ხომ მოგეხსენება? ზუსტად ეგ თემა მუსირებდა ერთი პერიოდი აქ, შენს დღიურთან ერთად. კარგად მახსოვს ძალიან, იქნებ გგონია რომ წაშლა-წამოშლამ გიშველა? =))
თეთრო თუ მოთეთრო პოეტო,
ვინ გითხრა რომ პრიმიტიული ხედვა ცუდია? მთელი გენიალურობა სწორედ პრივიტივიზმშია, მაგრამ მაგის გაგებას კი უნდა ცოტათი რთული, ანუ ყბადაღებული აზროვნება. მე მხოლოდ ის გითხარით, რომ თქვენ საერთოდ არასწორად გაიგეთ ამ მოთხრობის მთავარი არსი.
ახლა მეც პრიმიტიულად გეტყვი: შენ რომ პოეტის არაფერი გცხია, "ყბადაღებულად" კარგად ხომ მოგეხსენება? ზუსტად ეგ თემა მუსირებდა ერთი პერიოდი აქ, შენს დღიურთან ერთად. კარგად მახსოვს ძალიან, იქნებ გგონია რომ წაშლა-წამოშლამ გიშველა? =))
5. ნეფერტარ, ჩემი პრიმიტიული ხედვა მხოლოდ ჩემია და ამ პრიმიტიული ხედვით ცოტა არ იყოს უტაქტობაა სხვის აზრს ასე ყბადაღებულად უწოდოთ პრიმიტიული. სხვა თემაა ის,რომ თქვენ წარმოიდგინეთ მეც ვიცი უამრავი მსუქანი, კოჭლი და სახეახეული ადამიანი რომ გვყავს პლანეტაზე წარმატებული. სიკეთე ავტორს ნეფერტარ, ჩემი პრიმიტიული ხედვა მხოლოდ ჩემია და ამ პრიმიტიული ხედვით ცოტა არ იყოს უტაქტობაა სხვის აზრს ასე ყბადაღებულად უწოდოთ პრიმიტიული. სხვა თემაა ის,რომ თქვენ წარმოიდგინეთ მეც ვიცი უამრავი მსუქანი, კოჭლი და სახეახეული ადამიანი რომ გვყავს პლანეტაზე წარმატებული. სიკეთე ავტორს
4. საინტერესო იყო, თუმცა ბინძური ეპიზოდების გარეშეც შეიძლებოდა. მწერალს შეუძლია მიგანიშნოს და მკითხველმა წარმოიდგინოს. ფინალი კარგი იყო მართლაც. :) გამეღიმა. საერთოდ მამაკაცებს ახასიათებთ ბოღმიანი შურისძიება.
სიმსუქნე ცხადია ისეთივე ნაკლია როგორიც სიგამხდრე. მით უმეტეს ნაძალადევად შენარჩუნებული წონა, როცა მუდმივად დამშეული ადამიანი მუდმივად გაღიზიანებული და გაბოროტებულია.
თეთრი პოეტის პრიმიტიულმა ხედვამ გამაკვრივა. ადამიანი სიმსუქნის გამო - ძალად კეთილი ვერ გახდება. ის თქვენი კურსელიც ყველას გჯობდათ ინგლისურში ხომ? =)) უამრავი ზედმეტწონიანი ადამიანი იყო და არის პოპულარული პოლიტიკოსი, მწერალი და მსახიობი.
რატომ არიან პოპულარულები? - იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ/არ აქვთ ის კომპლექსი რაც ამ ნაწარმოების პერსონაჟს. სწორედ პერსონაჟის დამოკიდებულებაა საკუთარი გარეგნობისადმი - ამ ნაწარმოების ღერძი.
5 ქულას დავწერდი, მაგრამ ისე მეზიზღება სიბინძურეები ფურცელზე რომ მხოლოდ სამ ქულას დავტოვებ.
საინტერესო იყო, თუმცა ბინძური ეპიზოდების გარეშეც შეიძლებოდა. მწერალს შეუძლია მიგანიშნოს და მკითხველმა წარმოიდგინოს. ფინალი კარგი იყო მართლაც. :) გამეღიმა. საერთოდ მამაკაცებს ახასიათებთ ბოღმიანი შურისძიება.
სიმსუქნე ცხადია ისეთივე ნაკლია როგორიც სიგამხდრე. მით უმეტეს ნაძალადევად შენარჩუნებული წონა, როცა მუდმივად დამშეული ადამიანი მუდმივად გაღიზიანებული და გაბოროტებულია.
თეთრი პოეტის პრიმიტიულმა ხედვამ გამაკვრივა. ადამიანი სიმსუქნის გამო - ძალად კეთილი ვერ გახდება. ის თქვენი კურსელიც ყველას გჯობდათ ინგლისურში ხომ? =)) უამრავი ზედმეტწონიანი ადამიანი იყო და არის პოპულარული პოლიტიკოსი, მწერალი და მსახიობი.
რატომ არიან პოპულარულები? - იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ/არ აქვთ ის კომპლექსი რაც ამ ნაწარმოების პერსონაჟს. სწორედ პერსონაჟის დამოკიდებულებაა საკუთარი გარეგნობისადმი - ამ ნაწარმოების ღერძი.
5 ქულას დავწერდი, მაგრამ ისე მეზიზღება სიბინძურეები ფურცელზე რომ მხოლოდ სამ ქულას დავტოვებ.
3. "თეთრი პოეტის" მოწოდებას თუ სურვილს შემოვყევი აქ და ძალიანაც კარგი :)
კარგი მოთხრობისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი აქვს ამ ტექსტს.
"თეთრი პოეტის" მოწოდებას თუ სურვილს შემოვყევი აქ და ძალიანაც კარგი :)
კარგი მოთხრობისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი აქვს ამ ტექსტს.
2. პირველ კურსზე სწორედ ასეთი სტილის ჯგუფელი მყავდა. ლექციის დაწყებამდე ყოველთვის გვიყვრბოდა თავის შეყვარებულზე, რომელიც სინამდვილეში არ ჰყავდა, ჩვენ ეს ვიცოდით მაგრამ მას არასდროს ვგრნობინებდით, მახსოვს ის გოგო ძალიან ნიჭიერი იყო და ყველას გვჯობდა ინგლისურის სემინარებში, კიდევ საოცარად ლამაზ სამკაულებს ამზადებდა, მოჰქონდა და ხან ვის ჩუქნიდა ხან ვის, ბოლოს უკვე უკვრთავდნენ,მე ასეთი საყურე მინდა, იმას ისეთი სამაჯურიო, ჰოდა იმასაც არ ეზარებოდა ამზადებდა და ჩუქნიდა. მსუქანი გოგოები კეთილები არიან? :)) არა, უბრალოდ ადამიანი რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს და საზოგადოება მას ამის გამო აიგნორებს, ის ყოველთვის ცდილობს, რაღაცით მაიც იყოს საჭირო, თუნდაც იმით,რომ დავალების გადაწერა სთხოვონ, ან ეს, ან ის. ცუდია რომ აქ არ არის მკითხველი, მინდა ეს ნაწერი ბევრმა ნახოს.
პირველ კურსზე სწორედ ასეთი სტილის ჯგუფელი მყავდა. ლექციის დაწყებამდე ყოველთვის გვიყვრბოდა თავის შეყვარებულზე, რომელიც სინამდვილეში არ ჰყავდა, ჩვენ ეს ვიცოდით მაგრამ მას არასდროს ვგრნობინებდით, მახსოვს ის გოგო ძალიან ნიჭიერი იყო და ყველას გვჯობდა ინგლისურის სემინარებში, კიდევ საოცარად ლამაზ სამკაულებს ამზადებდა, მოჰქონდა და ხან ვის ჩუქნიდა ხან ვის, ბოლოს უკვე უკვრთავდნენ,მე ასეთი საყურე მინდა, იმას ისეთი სამაჯურიო, ჰოდა იმასაც არ ეზარებოდა ამზადებდა და ჩუქნიდა. მსუქანი გოგოები კეთილები არიან? :)) არა, უბრალოდ ადამიანი რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს და საზოგადოება მას ამის გამო აიგნორებს, ის ყოველთვის ცდილობს, რაღაცით მაიც იყოს საჭირო, თუნდაც იმით,რომ დავალების გადაწერა სთხოვონ, ან ეს, ან ის. ცუდია რომ აქ არ არის მკითხველი, მინდა ეს ნაწერი ბევრმა ნახოს.
1. აუუუ:))) ფინელმა დაგლიჯა :)) კარგად შესრულებული ნაწარმოებია. აუუუ:))) ფინელმა დაგლიჯა :)) კარგად შესრულებული ნაწარმოებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|