| ავტორი: უტა ლაშხი ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2016 |
იქ მთებში არც თუ ისე მაღალ მთებში შენი სულის წმინდა ბინა დაიდე... შენს ხელებზე, დაკოჟრილზე, მთელი ქვეყნის დარდებია. დაკრძალვებზე რომ მღეროდი, სკამზე ცეკვაც იცოდი, სულ ბავშვური ამბებია... შენი ცოლი სულ გიშლიდა რადროს, რადროს ეგენია დაიძინე ალუჩის ხე არც ალუჩის, მსგავსი მისი, რომ არ მოგვაჭრევინე გოშინოში რომ წახვედი მურიკასთან ერთად და, დაბრუნდი მის გარეშე, მახსოვს, ბევრი ვიტირე იმის მერე ჩვენს ეზოში სხვის ძაღლები დარბოდნენ.
მახსოვს თოვდა წამოსვლის წინ, აკაკებთან ვიყავი რა ტკივილით მიგატოვეთ იმ თებერვლის თოვაში ვგრძნობდი, როგორ ვშორდებოდი ჩვენი ძველი ღობის კარს და წყდებოდა მოქსოვილი წინდის თბილი ძაფები...
ჩვენი დიდი თუთის ნაყოფს რომ ვკრიფავდით ძირიდან და პირველად ვეზიარე ფუტკრის ნექტარს, გეხსომება ყველა პურის გატეხვაზე რომ მასმევდი პირველნახადს, შეგაჭმევსო, უფრო მწყდება გული პაპა აღარხარ...
საჭიქეზე მოგროვილან შავი ღრუბლის შვილები სადიდგოროდ წარბშეკრულნი და ხერგავენ ბილიკებს შენი სულის სიმაღლემდე როგორ უნდა მოვიდე ჩემო ლაღო ჩემო პაპავ ჩემო გვარის კარიბჭევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|