დადუმდი, დაიმალე, დაიფარე გრძნობებიც, ოცნებებიც, ყველაფერი - დე, სულის სიღრმეებში ემოძრაოთ, დიან, ვით მნათობნი უხმაუროდ, კიაფობს ღამის ცაზე მათი გუნდი, იამე სახილავით - დაუდუმდი!
გულმა ვით გამოთქვას თავისთავი? სხვამ როგორ გაგიგოს საკითხავი? რით ცხოვრობ, მიხვედრა შეუძლია? აზრი გამოთქმული - ტყუილია. თანწყობის ამღვრევა - გზაა მრუდი, ფიქრებით ისაზრდოე - დაუდუმდი!
შენსავე არსებაში იარსებე. სულის - სამყაროსი, ანავსების იდუმალ-ჯადოსნური საფიქრალით მტერია ხმაურობა და მიმქრალი დღის სხივში გაიბნევა ფიქრთა გუნდი, უსმინე ხმიანობას - დაუდუმდი!
1829-30 * Silentium - მდუმარება (ლათ.)
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Ф. И. Тютчев - Silentium!
Молчи, скрывайся и таи И чувства и мечты свои – Пускай в душевной глубине Встают и заходят оне Безмолвно, как звезды в ночи, – Любуйся ими – и молчи.
Как сердцу высказать себя? Другому как понять тебя? Поймет ли он, чем ты живешь? Мысль изреченная есть ложь. Взрывая, возмутишь ключи, – Питайся ими – и молчи.
Лишь жить в себе самом умей – Есть целый мир в душе твоей Таинственно-волшебных дум; Их оглушит наружный шум, Дневные разгонят лучи, – Внимай их пенью – и молчи!..
1829-30
Silentium - Молчание (лат.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი მელოდიური და ბრძნული აზრებია, ამავე დროს კარგი თარგმანი. კარგი მელოდიური და ბრძნული აზრებია, ამავე დროს კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|