| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 22 ნოემბერი, 2016 |
ალიკო გოგოლიძის ხსოვნას ,,ჩიხურას’’ პირას გავშალეთ სუფრა, გახსოვს, პირისპირ ვისხედით მაშინ, ტყიდან ფოთლების გვესმოდა სუნთქვა, ცაცხვი ,,დევ-კაცი,’’ შესული ხანში, ჩეროს ფარდაგით, ნიავის ქროლვით, დაგვიხვდა სტუმრებს, შევუქეთ ფესვი, ამ იდილიას ვუცქერდით ორნი, თითო ფიალა ხმელადაც შევსვით. ავაშიშხინეთ შამფურზე ,,ეშხი,’’ ,,წინაპრის დოქი’’ შევავსეთ მადლით, ,,დაღვრილი სისხლის’’ დავიკართ გერში, ჩვენ ერთმანეთში, შექმოქმედს ვწამდით. დროის ხურჯინში ,,მზე ჩაიწურა,’’ ეულად ვდგავარ გოლიათ ხესთან, ჩანჩქერზე ,,ზარით’’ მოთქვამს ,,ჩიხურა,’’ მაგრამ ჩვენ მაინც დავდივართ ერთად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. სიკეთე მოგცეს ღმერთმა ელადა. სიკეთე მოგცეს ღმერთმა ელადა.
5. ნათელშიიყოს, კარგი მიძღვნაა ნათელშიიყოს, კარგი მიძღვნაა
4. მადლობა ნექტარ და მუხა. სიკეთეს გისურვებთ, გილოცავთ გიორგობას! მადლობა ნექტარ და მუხა. სიკეთეს გისურვებთ, გილოცავთ გიორგობას!
3. საწყენია კაცი რომ წავიდა, მკვდრებს იმით ვჯობივართ, რომ მათ ვიხსენებთ. აცხონოს უფალმა ალიკო გოგოლიძე. ავტორს დიდხან სიცოცხლეს ვუსურვებ. საწყენია კაცი რომ წავიდა, მკვდრებს იმით ვჯობივართ, რომ მათ ვიხსენებთ. აცხონოს უფალმა ალიკო გოგოლიძე. ავტორს დიდხან სიცოცხლეს ვუსურვებ.
2. აცხონოს უფალმა, ნათელში ამყოფოს მუდმივად. გაუნელებელი სევდა, რომელიც ცაცხვის ასაკს შეეხიდა . აცხონოს უფალმა, ნათელში ამყოფოს მუდმივად. გაუნელებელი სევდა, რომელიც ცაცხვის ასაკს შეეხიდა .
1. მაგარი ძმაკაცი მყავდა, თუ არ გეწყინებათ, გავიხსენებ ამ ლექსით. მაგარი ძმაკაცი მყავდა, თუ არ გეწყინებათ, გავიხსენებ ამ ლექსით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|