ნინო დარბაისელი
დედის ,,ფეისბუქი” - - - - - - - - - -
ვერცხლის ექვსო ჭიქისძირო, სიფრიფანა ჭიქით... ვერცხლისავე საშაქრევ და ერთოც -ჩაიდანო, ექვსო კოვზო - ვერცხლისაო..ლამბაქს მივწევ იქით, ორთქლიანო ჩაივ, ლამის გული ჩაიტანო!
სუფრავ, თეთრად მოქათქათევ, არ დაგეცეს წვეთი! კაკლისა და თეთრი ბლისა, - მურაბა დგას ორი. ხმას არ ვიღებთ, აღარა გვაქვს სიტყვა გასაცვეთი, ერთადა ვართ, როგორც იქნა, ექვსი შორის შორი -
დედა, თავის სამი შვილით, შვილიშვილით - ორით. ნამზითვარი გაგვიშალა, ნატვრა აიხდინა. რითი უნდა გავახარო, უნდა ვაამო რით? - სიზმრად გვნახა... კვლავ უჩვენოდ გაუთენდა დილა.
თბილისს თურმე მორევია გიორგობის თოში, დღე ჩანს ჟამ-კარ-არეული, ქარია და ბუქი. შვილთა ნატრულს ამ ამინდში, მართლაც უღმერთოში როგორ შველის, რომ იცოდეთ, ჩვენი ,,ფეისბუქი”.
მოიძია მეგობრები ძველი, ახალბედაც შეიძინა, ყველა უყვარს, გულში ჩაიკონებს, ო,, ფრენდებო” ემეგობრეთ, ნუ მოაკლებთ დედას ”იმიჯებს” და ,,ლაიქებს” და ფერად ,,აიკონებს”!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა! ამას,მართლაც,არა უშავს, მაგრამ ყურადღრბით იყავით, მომდევნო ლექსი , სათაურით ,, ლიანდაგები” ძალიან უნდა მოგეწონოთ, უნდა აღტაცდეთ :) მადლობა! ამას,მართლაც,არა უშავს, მაგრამ ყურადღრბით იყავით, მომდევნო ლექსი , სათაურით ,, ლიანდაგები” ძალიან უნდა მოგეწონოთ, უნდა აღტაცდეთ :)
4. :) ღიმილიანი სევდა მოიტანა :) ღიმილიანი სევდა მოიტანა
3. მშვენიერია... 5 მშვენიერია... 5
2. ძალიან სასიამოვნოა, ნამდვიილი. ძალიან სასიამოვნოა, ნამდვიილი.
1. მშვენიერია. მშვენიერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|