ს. ესენინი
ჯადოქარი - - - -
გაუწეწავს თმები. თეთრი, შესაზარი, დარბის, დარბის ირგვლივ, ურცხვი, აბეზარი.
ბნელი ღამე კრთება ჩუმი ვაი-ვიშით, ღრუბლის შალში მთვარე გაეხვევა შიშით.
მოღრიალე ქარი სტვენას გამოურევს, მიმორბენს ტყეში ტევრებს უდაბურებს.
კორომი კი ლესავს წიწვის მწარე ტოტებს და აკივილებს შიში შემძვრალ ბუკიოტებს. . იქნევს ჯადოქარი ჩამოჩონჩხილ ხელებს, ვარსკვლავების ჭყეტა მუხნარს გაახელებს.
თმაში სარჭად გველი გაურჭვია, თმა კი უტრიალებს ბუქში საშიში და შმაგი.
წიწვოვანის ზარში ცეკვავს ჯადოქარი. შავად მძრწოლავ ღრუბლებს ერეკება ქარი.
1915 (თარგმანი ნინო დარბაისელისა) Сергей Есенин - Колдунья
Косы растрепаны, страшная, белая, Бегает, бегает, резвая, смелая.
Темная ночь молчаливо пугается, Шалями тучек луна закрывается.
Ветер-певун с завываньем кликуш Мчится в лесную дремучую глушь.
Роща грозится еловыми пиками, Прячутся совы с пугливыми криками.
Машет колдунья руками костлявыми. Звезды моргают из туч над дубравами.
Серьгами змеи под космы привешены, Кружится с вьюгою страшно и бешено.
Пляшет колдунья под звон сосняка. С черною дрожью плывут облака.
1915
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იშვიათია ასეთი ზუსტი გადმოტანა თარგმანში- შინაარსის, რიტმის, მელოდიის...
ოღონდ, ქართულად თითქოს უფრო საშიშია ეს ჯადოქარი :)
ძალიან მომეწონა.
იშვიათია ასეთი ზუსტი გადმოტანა თარგმანში- შინაარსის, რიტმის, მელოდიის...
ოღონდ, ქართულად თითქოს უფრო საშიშია ეს ჯადოქარი :)
ძალიან მომეწონა.
2. მადლობა , მუხა, აქაც და ყველგან, სადაც მადლობა ვერ დაგიტოვეთ.
სიმღერა, ოღონდ ხმაურიანი, უსიამოვნო სხვანაირად როგორ ვთქვა? ,, პევუნ' -ის რაიმე ვერსიას ხომ არ მომაშველებთ, უცებ ჩავსვამდი, ადვილი საზომია და აიტანს. მადლობა , მუხა, აქაც და ყველგან, სადაც მადლობა ვერ დაგიტოვეთ.
სიმღერა, ოღონდ ხმაურიანი, უსიამოვნო სხვანაირად როგორ ვთქვა? ,, პევუნ` -ის რაიმე ვერსიას ხომ არ მომაშველებთ, უცებ ჩავსვამდი, ადვილი საზომია და აიტანს.
1. კარგი თარგმანია, თუმცა "მოღრიალე- ვერ... კარგი თარგმანია, თუმცა "მოღრიალე- ვერ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|