ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2016


. . . . ..... . ..იმედი

ქარი ქრის, ნამქერს აქროლებს,
არ სჩანს არსაით კვალი,
ბუჩქში ზის ჩიტი, ღაბუა,
მთლად გაეყინა ძვალი.
ცახცახებს, ბუმბულს უბუებს,
ძალიან ცივი ქარი,
მგელის ყმუილი აყრუებს,
ეცემა შიშის ზარი,
მაგრამ პატარა ღაბუა,
მაინც იმედით არი,
მას იმედი აქვს, მზის სხივის,
მას იმედი აქვს ხვალის...
გაივლის ბუქი, უშუქო,
გაივლის, ცივი ქარი
და დამთავრდება კოშმარი,
სიზმარი ერთი ღამის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები