შენი მუხლები და თეძოები, შენი კალთა ისე თბილია, თითქოს სულ ახლახანს მეტიროს მათზე, შენი გული ისე ცემს თითქოს სულ ახლახანს ჩაგხუტებოდე, შენი ტერფები ისეთი პატარაა და და ბავშვური, ვიცი სახეში, რომ შემოგხედავ შენ იქნები, მხოლოდ შენ და არავინ სხვა, სხვას არავის აქვს ასეთი ტერფები, არც მუხლები და არც მუხლსუკანა უსახელო სახსარი, ხარ ისეთი როგორც სიჩუმე და მზის გამონათება ქარიშხლის შემდეგ, როგორც ბავშვი დაბადების შემდეგ, ისეთი როგორც დაღლილ ღმერთთან ჩახუტება, ისეთი როგორც მხოლოდ შენ ხარ, სიყვარული და ერთიანობა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|