მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
13 დეკემბერი, 2016
ჰაფეზი
ყაზალი #8
მერიქიფევ! მომაწოდე ღვინო სავსე ჯამით,
მიწამც ქმნილა ეს ცხოვრება თავის დრო-და-ჟამით.
ხელში სასმისს დავიჭერ და ლურჯ სამოსელს ტანზე
შემოვიხევ, რომ არ ვგავდე მე განდეგილს რამით.
რადგან ბრძენს და ჭკვიანს ყველა იხსენიებს ავად,
სახელსა და განდიდებას ჩვენც არ ვნატრობთ წამით.
ღვინო გვასვით, სიამაყე გავატანოთ ქარებს,
მიწამც ქმნილა ყველა დარდი სიმწრითა და შხამით.
ჩემს მკვნესარე მკერდს კვამლი სდის და ეხვევა ყველა
მასში გრძნობით ჩვეულით ან უჩვევით და ხამით.
ჩემი გულის ფარულ სევდას ვერ გავუმხელ ვერვის....
ვერც მდაბიოს და ვერც რჩეულს ვერ ვენდობი ამით.
სიმშვიდეში მოვიძიე შთაგონება ჩემი
და სიმშვიდე ვინც წარმტაცა, წარიტაცა რა მით?!
ვეღარც საროს ვხედავთ სადმე... მონარნარე სხეულს
არსად აჩენს მოკრძალებით და არც სითამამით...
ჰ ა ფ ე ზ, გწამდეს, აგიხდება ბოლოს ყველა ნატვრა,
დღეს კი თმენა გმართებს დარდის... დღისითა და ღამით.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგი თარგმანია.
კარგი თარგმანია.
მუხა.
2016-12-13 23:34:46
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
31.05.2026 02:02:45