 | ავტორი: მამბერი ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2016 |
წამომყე, წამო წამად ვყოთ ,მზის ელვარება მომენდე,მომე შევანელოთ ზღვის მღელვარება მე ცად აგიყვან,და ვარღვიოთ ის უკარება შენი ღიმილი,ცისკრის ვარსკვლავს შეედარება
ჩუმი და ნაზი მოძრაობით ცეკვავდა გოგო,პატარა ქალი. მის ირგვლივ წრეზე,რბოდა ბედაური,აშარი ქარი. დედის იმედი,მამის ველი,სინქრონულად რეკავდა ზარი. გოგონა ანცი,ბედს სჭედავდა ,უშიშარი ვით მეფე დალი.
გაიჭრა ველად,ქალი და ქარი,ც ეცხლი და წყალი. დასტოვეს ბაგა,უსახური,ლახეს კლდეკარი სალი. მიზანი არის,მშობლების ვალი,იყოს მზექალი. წარმატებული,თავისუფალი,ტაძრად მხევალი
ბედაური წინ მიიწევს,არის მსახური ლამაზი ძალის. უხეში ძალა,წინაღობაც,არ ნებდება არს ორომტრიალი. პატარა ქალი გარდაიცვალა ,ისხა აბჯარი,არს ამორძალი. -ბედი გაბედულს!-გადაევლო მორიგ ბარიერს,იღება კარი!
ფრთხილად,დადექი,დაბრუნდიო,შორსწასულს არ ესმის ხმანი. იგი ზღურბლზეა,არ ანელებს,გამარჯვებებს ჰკიდა ეჟვანი. უფრო მეტს ითხოვს,ამბობს :სად არი სხვანი? ყველას ვაჯობე ვითხოვ:ვიღო ყველა სავანი!
აჰა მდელო, ჯადოსნური ზურმუხტი ცვარი. თავბრუდამხვევი სილამაზე ფერების გვარი ბედს მიშვებული ბედაური,უმიზნოდ ვალი. ქალი ამგვარი,აღარსად არი,დაჰკარგა კარი.
სევდა მწარი,გული ტირის,კვდება იგი ამორძალი უცქერს მწყრალი,ბედაურსა,სიტყვა არ სთქვი საზიდარი? ბედაური მშვიდად ფშვინავს,მ არცხი არის უწყინარი თუ მის გემოს არ გაიგებ,ვერ იქნები მეგობარი
ყოველი ბრძოლა,გამარჯვება,მოყვასისთვის უწინარი. რა განაგდო დაივიწყო,ქრება კვალი სინარნარი. თავი თვისა მოინდომო,გაწყდეს ქნარი,ი ს უქნარი. ახლა ჰკარი,ასწი თავი,კვლა ისა ხარ,შენ მზექალი!
ქალი იგი კვლა მხედარი,მოდის ვინმე პატარძალი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არის აქ რაღაც თავისებური.. არის აქ რაღაც თავისებური..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|