ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2016


დამხატე

დამხატე...
ფერადი ფუნჯებით მოხატე
ძაფებით მოქარგე
აშლილი  ვნებები...

თვალებში ნაღველი
უფანქროდ ივსება
თმის ფერი უშენოდ
სისხლისფრად ისვრება.

დამხატე!
თითები ჩემს მხრებზე
ნერვივით კრთებიან
ამ ილუზიების
და კვამლის მსხვერპლი ვარ
მე მხატვრის ფერადი
ფუნჯების მონა ვარ.
თვალებში გრაფიტი...
და მაინც მოგყავარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები