 | ავტორი: ცამეტი 13 ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2017 |
პირქუშ ღამეებს დავითენებ სანამ შენ მოხვალ, სიკვდილს რა უნდა, რა ხელი აქვს ჩემზე ვინ იცის, მზისფერ ალიონს სიზმარეთის ფიქრებით ვხვდები და უმოწყალოდ გინატრებ მე სანამდეც ვიცი... სანამდეც ვიცი, მოხვალ ისევ, ადრე თუ გვიან, სანამდეც ვიცი რა ფერი აქვს შენთან გაზაფხულს, უდაბნოს მგზავრი ვერ შეიგრძნობს ალბათ იმ წყურვილს, რასაც ყოველწამს ჩემს სხეულში გიჟივით ვებრძვი. მოხვალ ერთ დღესაც, გული მიგრძნობს, მოხვალ ერთ დღესაც, ალაყაფის კარს შემოაღებ სუნთქვაშეკრული, და მერე სადღაც, სიშორეში, ჰორიზონტს მიღმა, წავალთ ქარების სასახლეში, ჩვენ თავს ვიპოვით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შინაგანი ემოცია, შინაგანი ემოცია,
1. ცამეტმა შემომაღებინა კარი და მომეწონა ლექსი. კარგია.
თომცა ბოლო სტროფს უფრო შესაბამისს ველოდი და ლაითად დასრულდა. :) ცამეტმა შემომაღებინა კარი და მომეწონა ლექსი. კარგია.
თომცა ბოლო სტროფს უფრო შესაბამისს ველოდი და ლაითად დასრულდა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|