ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
22 იანვარი, 2017


გუთნური

პატარა იყო
უწყლო
შემოდგომით , წვიმების მერე მოიპოვებდა  სულ ცოტა წყალს.
რაკრაკებდა...
რუ უფრო იყო, ვიდრე მდინარე.
ზამთარში კარგად იმატებდა დონე.
თევზიც იცოდა ამ დროს. ლიფსიტებს გვაჭმევდა , თევზაობას თუ არ დავიზარებდით.

ბექობებს შორის, ვიწროში, ერთი რკინის საფეხური დაუდია ვიღაც მადლიერს
გადავირბენდი და უცებ მოვიხედავდი. მეშინოდა,  რომ სწორედ ჩემს ფეხებში ჩაინგრეოდა მიწაგამოცლილი ბექობი.
გადავირბენდი და  იმ წამსვე დამავიწყდებოდა საფრთხე.
ხან სკოლისკენ ვიმოკლებდი გზას, ხან მეგობრისკენ მიმავალი.
ბანაობით ვერ გვანებივრებდა, ზაფხულში თვითონაც უჭირდა სუნთქვა...
უწყლო იყო, მაგრამ ცოდვა მაინც დაედო,  უსუსური და გზააბნეული ბავშვის ცოდვა.
ვერ ვაპატიე და მისკენ აღარ გამივლია, ოცი წელია .
ზამთრობით ადიდდება და მთელი სოფლის ჭუჭყი და ნაგავი მდინარისაკენ მიაქვს.
თითქოს დანიშნულება აქვს ასეთი, სოფელი ჩამორეცხოს და გაზაფხულისთვის ყველა ბექობი და  არხი ნაგვისგან გაწმინდოს.
ბუჩქებზე  გაკიდებულ პოლიეთილენს ვერ წვდება, ისინი ისევ ფრიალებენ ფერადი ალმებივით.


ბარისპირისხელა აქვს სათავე.
ნათლიას გუთნური დაურქმევია.
გუთნისგან გაკეთებულ კვალზე უფრო ვიწროაო,  ბაბუაჩემმა.

რაც გავიზარდე, მასზე საცოდავი მდინარე არ მეგულება დუნიაზე.

ისე, ჩემი სოფელია მასზე გაშენებული და ნაგუთნურალი არასდროს მინდა დაერქვას.













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები