ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2017


ისეთი ნატვრა მანატრა


ისეთი ნატვრა მანატრა,
ასრულდებოდეს წამიერ,
მტრედებს ამბორი მოჰქონდეთ,
ბაგეზე დასაბნევი და...
ჩემი თავი, რომ მანახა,
შენს გვერდით მრავალჟამიერ,
მოჰყავდე ღრუბლის რონოდებს,
ოზონის გასასვლელიდან...

ნეტავ იმგვარად მნატრობდე,
მე რომ გელოდი, გნატრობდი...
ქარში, ავდარში, წკვარამში,
შენთან ყოფნა რომ მეწადა,
გაზაფხულივით დარობდე,
ჩემ ფიქრებს შენ ერთს განდობდი,
„კის“ გაგიცვლიდი „არაში,“
ერთხელაც მოსვლა გეცადა...

ისეთი ნატვრით მწვეოდი,
პირზე აგეხსნას ურდული,
მკერდის ქვეშ ტატუდ გესახე
შენს უსაყვარლეს ქალადა,
უფალთან შენ რომ მხლებოდი,
გრძნობებით გადასუდრული,
მე არასოდეს გეძახდე,
შენ მოდიოდე თავადა...

ისეთი ნატვრა მანატრა,
ასრულდებოდეს წამიერ!...
რომ გყვარებოდი თანაც და
გნდომოდი მრავალჟამიერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები