თუ გაიგებ ჩემს სევდას, აღარ იქნები ის ვინც მანამდე იყავი, სკდებიან ფაიერვარკები ათასფრად, მე კი ცრემლი მომდის, ხელში ჭიქები უჭირავთ, მეც.. ჭიქის ბროლში ირეკლება ყვრიმალზე ჩამოგორებული გამჭვირვალე წვეთი.. -რატომ ტირი? (რა გინდა რომ უთხრა.. მას ჰგონია, რომ ბედნიერებისგან ან უბედურებისგან ვტირი) -არ ვტირი, -აბა ცრემლი? სახეს ვაბრუნებ... მონატრება, რომელიც გულს აჩერებს, მონატრება, რომელიც სამშობლოს ნოსტალგიაზე მეტია, მონატრება, რომელიც არ ეკუთვნის ვინმეს, მინდა გული ამოვიღო და შენ მოგცე, მონატრება რომელსაც ვერ კლავს სიკვდილიც კი, მე გეძებდი, დიდხანს გეძებდი, ნეტავ სადმე იყო, თავიდან ბოლომდე შეგჭამდი, შეგითვისებდი, შეგისუნთქავდი, შეგისისხლხორცებდი, სად ხარ სად ხარ?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რომ შეისუნტქავდი,შეითვისებდი და შეისიხლხორცებდი ხო მარა... შეჭამდი რა; ბუტერბროტია? :D რომ შეისუნტქავდი,შეითვისებდი და შეისიხლხორცებდი ხო მარა... შეჭამდი რა; ბუტერბროტია? :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|