ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2017


***(შენი სავალი გზა...)

შენი სავალი გზა არ არის, ვიცი გოთიკა.
შენი გზა უფრო ტყეებია, მთები, ხევები
და ამ უღრანი ცხოვრებიდან არ გამოდიხარ.
მე შემოვდივარ და მაშინაც არ მეჩვენები.

მე ძველებურად...  ქალაქია ჩემი საცხოვრი.
აქ ვრჩები, მაინც შენი მსგავსი, შენი ოიდი.
და ხშირად ვცდები, ლექსებშიც კი, ცნებებს მაცხოვრის,
როგორც პლანეტებს უმნიშვნელო ასტეროიდი.

ქარი თმას გიშლის, რომელიღაც მინდვრის ღელვაში,
ახლა მზე არის, შენი კანის სტუმარი მხოლოდ
და როგორც ზღვაში, მარილიან კოცნის სიმლაშეს,
აქვს ნოსტალგია წარსულის და
ბოლოს და ბოლოს....

შენი სავალი გზა არ არის, ვიცი ბაროკო.
შენი გზა უფრო ჩანჩქერები, მწვერვალებია.
მე კი, ჯობია, მონატრება ისე გავლოკო,
როგორც ბავშვები ცერა თითებს ეტანებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს