ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2009


ამ გაზაფხულში

გაზაფხულია და როგორ უყვართ ახლა ზამბახებს,
თეთრი ფოთლები ჩამოცვივდნენ ძირს მონეტები;
ისევ სურნელი დასტრიალებს ალუბლის ბაღებს,
ო როგორ მინდა წაგიკითხო შენ სონეტები...

გაზაფხულია შატილის მთებში და უშბაც ვრცელი,
და საფლავებმაც იგრძნეს სიცოცხლე,სულებმა გმირთა;
გულის კარები დაკეტილი გაქვს,შეხება ძნელი,
და შესვლა უფრო აკრძალულია მანდ უცხო პირთა...

მშრალი ნიავი აიტაცებს ყვავილებს ატმის,
ნაზად დაწეწავს მწვანე მინდვრებში ათასფრად მოთოვს,
და როგორც ფუნჯი შეერევა ნახატებს მხატვრის,
და გაზაფხული არემარეს სიმშვიდეს მოთხოვს.

რა ლამაზია ეს გაზაფხული,მაგრამ ის სჯობდა,
ის გაზაფხული,უფრო ჰყვაოდა მთაში მინდვრები;
და შენი გული წამითაც მაინც ჩემზე ფიქრობდა,
მაგრამ ძვირფასო ამ გაზაფხულში უფრო მჭირდები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები