ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2017


ნინო კახიძეს

ბათუმის მკერდზე იძინებ მშვიდად,
მშვიდად იღვიძებ მკერდზე ბათუმის,
არ გადაუხვევ არჩეულ გზიდან
ლამაზი... როგორც გურჯი - ხათუნი.

ნაღდი პოეტის მკლავზე ნაწოლი -
ისევ დადიხარ წელგამართული,
და შვილიც - შენი ძუძუნაწოვი
პატიოსნება არის ქართული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები