თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
სარკემაც თითქოს შეიყვარა შენი მიმიკა... ლოგინში, შიშველს წაგიკითხავ ღამის ტროპარებს. მინდა მიმიკრა, თეძოებზე უხმოდ მიმიკრა, შენ პოეზია, სამყარო და ღმერთი მომპარე.
სარკეში უფრო იხვეწება შენი მიმიკა და როგორც ბევრი, მოწამლული შენც ხარ გრანელით. უნდა მივიკრა, ბოდვასავით სულზე მივიკრა შენი სხეული ლამაზი და აუტანელი.
მკვდარ მანდრაგორებს დაგიკრიფავ როგორც ინფანტა რა დაგვაღონებს გადაქცეულს ანემონებად. შენი შეხება ქალბატონო აზრს გამიფანტავს და კაპრიზებით აივსება ჩემი გონება.
მზე, გროტესკური, არ შემოდის ამ ჩვენს ბინაში, ჩვენი სხეულის პულსაცია აცხელებს ფრაზებს, ერთად დავმალოთ თანაგრძნობა შენს ვაგინაში და პოეზია სტიგმატებად დაგვაჩნდეს ტანზე.
სარკეში თითქოს თავს იწონებს შენი მიმიკა, ვით კლავიშებზე დაცემული წვიმების პორნო. ცა რომ შეირყეს, ისე ძლიერ უნდა მიგიკრა, და მერე შენში ღმერთი ვიპოვნო!