ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2009


ეროტიკული პოეზიის სათავეებთან / შუამდინარული პოეზია/

მადლიერი ვარ შესანიშნავი პოეტისა და მკვლევრის ხათუნა თავდგირიძისა ამ მასალების მოწოდებისათვის.

ძვირფასო მკითხველებო!შეგახსენებთ,რომ აქ ქულების დატოვება საჭირო არ არის,მასალა იდება ერთი მიზნით:რათა გაეცნოთ,მიიღოთ ესთეტიკური სიამოვნება და სურვილის შემთხვევაში, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებანი/.შესაძლებლობის შემთხვევაში, მომაწოდოთ საინტერესო მასალებიც.

ინანას და დუმუზის საკრალური ქორწინების ციკლი:

(ფრაგმენტები)

,,მას სწყურია, სწყურია სარეცელი სწყურია,
გულის სიხარულის სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია,
სარეცელი - საამური უბე სწყურია, სარეცელი სწყურია,
სამეფო სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია,
სადედოფლო სარეცელი სწყურია, სარეცელი სწყურია,
მის საამურ სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს,
გულის სიხარულის სარეცელს,მის საამურს, მის საამურ სარეცელს,
სარეცელს - საამურ უბეს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს,
სამეფო სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს,
სადედოფლო სარეცელს, მის საამურს, მის საამურ სარეცელს,
საამურ სარეცელს გაუშლიან, სარეცელს გაუშლიან. . ."



,,ჩემი დედოფალი უბეს განიბანს,
მეფის უბისათვის განიბანს,
იდინ-დაგანის უბისათვის განიბანება,
კედარის სურნელ ზეთს მიისხურებს . . "

,,მეფე წმინდა უბისაკენ თავაღმართული მივალს,
ინანას უბისაკენ თავაღმართული მივალს . . ."


,,ო, უთუ, შენ ცოლისძმა ხარ ჩემი, მე სიძე შენი!
ეს მე ვარ, ეანაში საზრდო რომ მომაქვს,
ეს მე ვარ, ურუქში საქორწინო ძღვენი რომ მოვიტანე,
ეს მე ვარ, წმინდა ბაგეებს რომ ვკოცნიდი,
ეს მე ვარ, ინანას წმინდა ნუხლებზე რომ ვროკავ! . . ."



დუმუზისა და ინანას ეროტიული დიალოგი:

დუმუზი:
,,დიდო დედოფალო, ყანაა მკერდი შენი,
ინანა, ყანაა მკერდი შენი!
შენი ფართო ყანა, ბალახს რომ აღმოაცენებს,
შენი ფართო ყანა, ხორბალს რომ აღმოაცენებს . . ."

ინანა:
,,ჩემი ასო ყამირი მიწაა,
ჩემი ასო დასატეხი კორდია!
ქალწული ვარ, ვინ იქნება მისი მომხვნელი?
ჩემი ასო მორწყული მიწაა!
ცის დედოფალი ვარ, ხარს ვინ ჩამიყენებს?"

დუმუზი:
,,დედოფალო, მეფე მოგიხნავს,
მეფე დუმუზი მოგიხნავს. . ."

ინანას თანხმობა:[/B]
,,მოხანი ჩემი ყანა, გულის სასურველო . . ."





ნაყოფიერების ქალღმერთის ნიშნებით შემკობილი იშთარი. დედის ეროტიზირებული სახე:

,,დედაჩემი - ციური წვიმა,
წყალი ურჩეულეს თესლისა,
უხვი მოსავალი, ორჯერ მოწეული,
სიამის ბაღი, ნეტარებით აღმვსები,
მორწყული ნაძვი, გირჩებიანი,
ახალწლის ხილი, პირველმოწეული,
სარწყავი არხი, უხვი წყლის მომტანი . . ."



ინანას საღვთო როსკიპები, რომელთაც ,,ინანას ასულები" ეწოდებათ, ,,სასიყვარულო შელოცვის" შუმერულ ტექსტებში ასე იხსენიებიან:

,,ტურფა ქალწული ქუჩაში დგას,
ქალწული, როსკიპი, - ინანას ასული,
ქალწული, ინანას ასული, ეშდამის სახლთან დგას.
მსუყე ერბოა, მსუყე ნაღები,
ფერია, ინანას დიდი დიაცია,
ენქისეული დიდი ბეღელია,
როცა ზის იგი - ვაშლით დახუნძლული ბაღია,
როცა წევს იგი . . ."





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები