როდესაც დარდი კოშმარულ სიზმრად გექცევა, როცა დაკარგავ ნავსაყუდელს სულისას და სხეულისას, როცა ძარღვებში მხოლოდ მწარე სისხლი მიმოდის და საკუთარ თავსაც ემალები... და როცა უეცრად, საიდანღაც გეძლევა სამშვიდობო, თუნდაც ერთი ხავსი, გადახუნებული, მაგრამ მაინც ჩასაჭიდებელი, გრძნობ, ისევ შეგრჩა თბილი სისხლი, ძარღვი ცხოვრებისა, მიმოსვლისა, გაღიმებისა...
კარგია ის დარდი, რომლითაც სიხარულს აგემოვნებ.
ჰო, მაგრამ ღმერთო, უდარდოდაც გგრძნობდი... ამდენი ცოდვის გარეშეც ვიცი, რომ "მატლ ვარ და არა კაც", და რომ უშენოდ სულ ფუჭია, რაც მიხარია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უმუსიკოდ არც ვერლიბრი ვარგა. უმუსიკოდ არც ვერლიბრი ვარგა.
1. კარგი გოგო ხარ სოფი. 5 კარგი გოგო ხარ სოფი. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|