ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2017


შენ არ მასწავლი

შენ არ მასწავლი
არაფერს ახალს
შენ მასწავლი სწორად
როგორ ვაკეთო ის რაც უკვე ვიცი,
როგორ ვისუნთქო სწორად,
როგორ ვიცხოვრო სწორად,
როგორ მოვკლა სწორად,
როგორ გავაცოცხლო
და როგორ მიყვარდეს,
შენ მასწავლი ყველაფერს რაც უკვე ჩემშია და ჯერ არ ვიცი,
შენ მასწავლი რაც დიდი ხნის წინ დავივიწყე,
შენ გულში მიგყავარ,
გულს არ ჭირდება სწავლება როგორ იფეთქოს,
გული თავად გასწავლის ფეთქვას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები