ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს, ამ ბოლო დროს მონატრება დამჩემდა, ყოფნა, ხშირად სულ არ ყოფნის ტოლფასი, ჩემს თავს თვითონ მივუსაჯე სასჯელად და სურვილით - დროის სვლასაც ვებრძოლო, დინებასაც მორჩილად ვერ მივყვები, პასუხები კითხვებს რადგან ართულებს, უპასუხოდ რჩება ზოგჯერ კითხვები.... ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს, მონატრებით - უღმერთოდ და ღმერთითაც, პასუხებმა გაართულა კითხვა-თქო, მაგრამ მაინც.... ვიცი, ერთხელ გეტყვი და შენც გამიგებ, ყველა ფრაზას გამიგებ, მე კი შენგან კვლავ კერპს შევქმნი, თავიდან, ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს, და ამისთვის, მიზეზიც კი არ მინდა.
ლ.ო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კერპი არ გვინდა, რა... თუ გაღმერთებაა, ბიჭებმა გაგვაღმერთონ იქით... კერპი არ გვინდა, რა... თუ გაღმერთებაა, ბიჭებმა გაგვაღმერთონ იქით...
2. კომენტარის დაწერის პირველი ცდისას, დავაპირე, სუბიექტური ვყოფილიყავი და " ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს, ამ ბოლო დროს მონატრება დამჩემდა" - დამეწერა :) მაგრამ რახან ესეც ვთქვი, "ყოფნა, ხშირად, სულ არ ყოფნის ტოლფასი, ჩემს თავს თვითონ მივუსაჯე სასჯელად და სურვილით - დროის სვლასაც ვებრძოლო, დინებასაც მორჩილად ვერ მივყვები, პასუხები კითხვებს რადგან ართულებს, უპასუხოდ რჩება ზოგჯერ კითხვები" - დავწერ 5+ ით.
კომენტარის დაწერის პირველი ცდისას, დავაპირე, სუბიექტური ვყოფილიყავი და " ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს, ამ ბოლო დროს მონატრება დამჩემდა" - დამეწერა :) მაგრამ რახან ესეც ვთქვი, "ყოფნა, ხშირად, სულ არ ყოფნის ტოლფასი, ჩემს თავს თვითონ მივუსაჯე სასჯელად და სურვილით - დროის სვლასაც ვებრძოლო, დინებასაც მორჩილად ვერ მივყვები, პასუხები კითხვებს რადგან ართულებს, უპასუხოდ რჩება ზოგჯერ კითხვები" - დავწერ 5+ ით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|