 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2017 |
*** ცამ უჩვეულო იერით დაზრა ამ უსასრულო ზღაპარში მითრა; მე ვლოცულობდი ოდესღაც ტაძრად, ტაძრად რომელმაც ,,ნახვამდის'' - მითხრა.. *** ჩემი სამზირალის ბექობს, რამდენი უნახავს ძელქვა; სადაც მეგობრობა მეფობს, მრავალს დროებითი ერქვა. *** დაღლილი ქარი ღმუოდა გუშინ, გზა მიჰყებოდა ყვითელ კამიშებს, ვიცი - ამინდი ტყესავით ქუში, ფიქრებს წაშლის და ცაში გამიშვებს... *** გულის ნაპირთან დამალავ კბოდეს, ხან სისხლის ნაცვლად მოგდის ბალღამი, როცა ასეთი სიცოცხლით კგვდები უნდა დაღამდე... *** მეფისთვის ერთი გვირგვინიც კმარა, თუნდაც ეს იყოს სიცოცხლის შემდეგ... *** ნუ აჯიბრებთ პოეტებს ერთმანეთს. პოეზია დოღი ხომ არ არის?... *** რა გაეწყობა.ითმენ, თან ხედავ, ისმენ,კვდები ან მიმხელ მაშინვე: დედამიწაზე ამდენი ხე და მისგან ნაკეთი გემი მაშინებს. *** პერიოდულად ნაცნობ რუკაზე მადა ეხსნება რეგვენს და ოხერს; სახრეს იღებს და მიერეკება ახალი მწყემსი მიითვლის ძროხებს... *** ვისაც ჭაში ჩაუხედავს, განა ყველას შეუძლია ზემოდან გადმოგხედოს?!... *** გავხდი ოთახი, ვერასოდეს დალაგებული, გარეთ თქორია... ნახეთ თქორშია ბახთიარის შორი ღრუბელი, დავინისლები, შეგეხები, ასე მგონია გავხდები შენი, სამშობლოსკენ - ნაფეხურები. *** ტყუილის არსებობა, წამლის კოლოფზე მითითებულ ვადაზე ხანმოკლეა. *** იმპულსურ-რეფლექსურ რეაქციას, რომლიც მოდის ,,ხელოვანთა'' სიბრიყვიდან და უყურადღებოდ დარჩენილის ამბიციით არის გამოწვეული - სირული ულტიმატუმი ეწოდება. *** მოურიდებლად მერჩის სრულებით ირონიულად ჰემინგუეი, როცა სიცოცხლე მეჩურჩულება -ამიტანე და შემიგუეო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|