ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2017


მონაწერი

ბოლოა ზამთრის,
ანამნეზი სულის, სხეულის,
ცხოვრებისგან კი ის დარჩება, რაც ჩვენ მოგვწონდა.
დღეს დაქორწინდა
მეზობლისა გოგო, მზექალა
და დედამისი იღიმოდა, როგორც ჯოკონდა.
მზე იყო გარეთ, გაზაფხულის შემოსვლას გავდა,
ბეჭდის დაბნევა, არათითზე, ხელის კანკალით.
ატირებულა მამამისი წუხელის და თან
მოუძებნია ქალიშვილის ძველი აკვანი.
ასეა ჩემთან,
მოსაწერი არაა სხვა რამ,
შემოინახა თებერვალმა თავი აქამდის.
ჩამოვიდოდი ამ დღეებში სოფლიდან მარა,
შენ თქვი - "მშვიდობით"
და არ გითქვამს სიტყვა - "ნახვამდის".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს