 | ავტორი: შვიდიანი ჟანრი: პროზა 26 თებერვალი, 2017 |
1 თაკარა მზის სხივები ფანჯარაში შემოიპარნენ და ფარდებს შორის ამაყი მოქნილობით გამოირჩნენ. ახლადგაღვიძებულს თვალებში ცოფიანი ძაღლებივით მეცნენ და სიფხიზლე მაიძულეს.საფეთქლებში სისხლძარღვთა დაუოკებელმა, მტკივნეულმა ხტუნვამ მაგრძნობინა, განმაცდევინა ის საშინელი გრძნობა, რომელსაც ბოლო დროს თითქმის ყოველდღე განვიცდი. ქალები, ღმერთმანი, ქალები… ყოველ დილას გონებაში ჩალექილი და აწ ამოტივტივებული კითხვა: ღმერთო, რატო შექმენი ეს სულელი არსებები ან რატომ გაგვიჩინე კაცებს მათ მიმართ ლტოლვა? ადგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი;გვერდის ცვლა მინდოდა და ვერ ვიცვლიდი; კიდევ ერთი უგუნური ღამის წაშლა მინდოდა და ვერ ვშლიდი. ის კი იწვა ჩემს გვერდით და უდარდელად ფშვინავდა. გაღვიძებაც მინდოდა მისი, თქმა, რომ სააბაზანოში შევიდოდი და ჩემს გამოსვლამდე იქ აღარ დამხვდებოდა, მაგრამ წინა ღამის ზედმეტი დოზა თავს უსუსურ, ძალაგამოცლილ ცხენად მაგრძნობინებდა და აღარც ის შემეძლო, აბეზარ კოღოდ გადავქცეულიყავი. იმ მომენტში მთელი სიმძაფრით შევიგრძენი, რომ ცოლი მენატრებოდა. ცოლი, რომელიც წინა ღამის მთვრალს დილით მინერალურ სასმელს მახვედრებდა, ყინულებს აპილპილებულ სახეზე მისვამდა და მიჩურჩულებდა, კალაპოტს დაუბრუნდება დინება, ძალა მოიკრიბეო. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი მამოძრავებელი ღერძი დავკარგე, გავუშვი თვის წინ და ამ ფაქტს აღარაფერი შეცვლიდა, გარდა ქალებისა, ქერებისა, შავგვრემნებისა და ჟღალებისა, რომლებიც ჩემი საწოლის მარჯვენა ნაწილს უცვლელად იკავებდნენ. ნაწილს, რომელსაც ოდესღაც დაიანა იკავებდა. დაღლილობამ მკერდში ბასრი დანასავით გამიარა და სულში გამოატანა. დრო იყო ავმდგარიყავი და ქალი შორს მომესროლა, იმ ჯანდაბაში, რომლიდანც აქ აღმოჩნდა. საწოლზე წამოვჯექი. თითქოს ჩემს ტვინში ბომბის წამზომი ჩაირთო, გონებაში წამები გაბმული წრიალით ცვლიდნენ ერთმანეთს და თითქმის კრუნჩხვაში მაგდებდნენ. სული მოვითქვი, ღრმად ჩავისუნთქე და რამდენიმე წამიან მედიტაციას მივმართე. მერე ქალს გადავხედე. მისკენ შებრუნება ყველა ძვლის ერთიანი გადატეხვის ტოლფასი იყო. ცოტაც და ნაბახუსევი ღრიალსა და ცრემლიან გვემას დამაწყებინებდა საკუთარი იდიოტიზმის. ქალი მუცელზე იწვა, სახე მზის სხივებისთვის მიეშვირა; სხივებისთვის, რომლებიც მის ალისფერ თმას მეტად უკიდებდნენ ცეცხლს. თმის დანახვაზე თვალები დამეხუჭა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ღმერთმანი, მისი თმა ალისფერ ადენიუმს გავდა. ეს მცენარე, იგივე ველური ვარდი, შორს, უდაბნოში მენახა, ოდეს რომ მომეარა.გაოგნებული მივაჩერდი ქალის თავს, რომელსაც ცეცხლი მოჰკიდებოდა. აი, სულ მალე ნაკვერჩხლის ტკაცუნსაც გავიგონებდი. მივაყურადე.
რამდენიმე წამი თავს დავცინოდი, მართლა მეგონა მის თავზე ცეცხლი? ავდექი. თითოეული ნაბიჯი თხემით-ტერფამდე აურაცხელ ნერვს მიტოკებდა. სიგარეტის ასაღებად რომ დავიხარე, არ მეგონა, კიდევ თუ შევძლებდი გაშლას. თუმცა შევძელი. ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტს მოვუკიდე. მცირე ხანს ფიქრებს მივცემოდი, ღრმად შემეცურა მათ ზღვაში და დაიანაზე ვოცნებობდი. სასიამოვნოდ გავვოცდი, ნაზი ბგერები ჩემს ყურთასმენას რომ მოელამუნა. ჩაცმას არ აპირებთ? - მკითხა ალისფერმა ადენიუმმა. მისკენ შევბრუნდი. აქამდე თუ დაჟინებით უცქერდა ჩემს უკანა ხედს, ახლა წამის მეასედში შეეფერა ლოყები ჩამავალმზისფრად და თავი მარჯნივ გადაატრიალა. მოულოდნელობამ დენივით დამიარა ტანში. -არ მითხრა, რომ… - ანაზდად სიცილი წამოვიწყე. არ ვიცოდი მას დავცინოდი თუ საკუთარ არარად ქცეულ არსებობას. – ნუ იცინით და ჩაიცვით, თუ შეიძლება! – ჩანდა, სურდა, მისი ხმა მონოტორული და ძლიერი ყოფილიყო, თუმცა აღელვებით გამოწვეული თრთოლა გაბატონებულიყო მასზე და მე, რამდენადაც გამბედაობას მაძლევდა, იმდენად მოვყავდი გაოცებაში. – არ ფიქრობ, რომ ზედმეტად დრამატიზირებ? წინა ღამის შემდეგ მაინც, – სიმწრით ჩამეღიმა და ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადავაგდე. – ჩაიცვამთ თუ არა? – ახლა უკვე ნათლად ჩანდა გაბრაზება მის ტონში და მეც სერიოზულად მოვეკიდე საქმეს. – მაშინ, სჯობს ასე ვქნათ, – სიტუაციის განმუხტვა ჩემებურად ვცადე, – მე სააბაზანოში შევალ და რომ გამოვალ, აქ აღარ დამხვდე. მისმა წამოკივლებამ ერთდროულად შემაკრთო და გამაცინა. – მეორე სააბაზანო გაქვთ? – განწირული ხმით დაურთო კივილს. – არა, – გაკვირვებისგან წარბები ზემოთ ავზიდე და, მას რომ ჩემი ამ მდგომარეობისთვის ცალი თვალით მაინც შემოეხედა, მიხვდებოდა, ჩემეული ვარიანტი უჯობდა. – მაშინ არ გამოვა, – თითქოს თავისთვის დაიჩურჩულა. – რატო? – ვკითხე. მასთან საუბრისას ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პარარელური სამყაროდან მოსულ ქალს ვესაუბრებოდი და ჩემი თეორია შემდეგაც გამყარდა, როცა მითხრა, რომ გარეთ ვერ გავიდოდა, თუ კბილებს არ მოიწესრიგებდა. ამის გაგონებაზე ისტერიკული სიცილი ამივარდა. ასეთ ქალს პირველად შევხვედროდი. კი, ვის არ უყვარს წესრიგი, მაგრამ ამ სირცხვილის შემდეგ იშვიათი ბედავს მსგავსი წიკის გამოჩენას და ბედს ეგუება ხოლმე. სიცილს რომ მოვრჩი, უჩვულო შფოთვამ და ბრაზმა შემიპყრო. ყველაფერი რომ მტკიოდა, ისიც მეყოფოდა დღის სატანჯველად, ახლა ეს ჯოჯოხეთიდან ამოსული ქალიღა მაკლდა! ალისფერთმიანი… ადენიუმი. ღმერთო, როგორი შესაფერი სახელი ამირჩევია! ეს ქალიც სწორედ უდაბნოს ვარდს გავს. ცოტას დავიცდი და ჩემი ვარაუდები თუ გამყარდა, თქვენც მიხვდებით, როგორია უდაბნოს ვარდი. ალისფერი… – დასწყევლოს ეშმაკმა! – დავიყვირე და მუშტი ძლიერად დავარტყი ფანჯრის რაფას, რომლის ხმაური ნახევრად სავსე ოთახში ექოდ გავრცელდა. მშვიდი საუბრის შემდეგ, არ ელოდა ჩემს წყობიდან გამოსვლას და საწოლში ისე შეხტა, თითქოს მის სხეულში შოკი გამეშვას და გულს ხელახლა დაეწყოს არითმიული ფეთქვაო. – შემომხედე! – კიდევ ერთხელ ამოვღერღე ხმამაღლა. თავი ჩემკენ გადმოატრიალა. მის ეგზოტიკურ სახეს მკრთალი შფოთვა გადაჰფენოდა. ასეთი ქალი არასდროს, არსად მენახა. ლურჯი, ზაფხულის საღამოს კრიალა ცის ფერი თვალები ჰქონდა, რომელიც მზეზე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. სახეზე აქა–იქ ჭორფლები ეყარა, რომლებიც თეთრ კანზე წერტილისებრ ლაქებად დააჩნდა. დიდი და მკრთალი ტუჩები ჰქონდა. ზედა ბაგე უფრო სავსე და უფრო ღია, ვიდრე ქვედა. წარბები ალისფერი ჰქონდა და მათი ფორმა სახეს მკაცრ იერს სძენდა. შემაჟრჟოლა და წამით მისი სახის სათითაო წერტილის დაკოცვნა მომინდა. თვალებში ჯიქურ მიყურებდა და ბაგეებზე ნახევრად დაბნეული, ნახევრად კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. გაორებას შეეპყრო. მისი ერთი ნაწილი სიმორცხვეს ავლენდა, მეორე კი დაუოკებელ ვნებას. სურვილმა შემიპყრო მის გვერდზე ადგილი მეპოვა, ღამე ყოფილიყო და დაღლილებს დაუშრეტელი ენერგიით გვესაუბრა ყველაფერზე. ლამაზი ხარ… - ჩურჩულით წარმოვთქვი და ჩემი ხმა მეუცხოვა, თითქოს ბგერები ანაზდად კოსმოსში გაიფანტა, გაქრა და ვერ შევძელი მისთვის სათქმელის მიწოდება. მართლა?! მის თვალებში ომს ვხედავდი. ბრძოლას ენერგიასა და უენერგიობას შორის. თითქოს ცდილობდა რომელიმე აერჩია, მაგრამ დიდი დილემის წინაშე დგომა აბნევდა და სწორი არჩევნიდან გადახვევას აიძულებდა. დიდხანს ვუყურებდი თვალებში და ჩემი თეორიის გამყარებას ამაოდ ვცდილობდი. – უბრალოდ, ის იყავი, რაც ხარ! – ვუთხარი და ვიგრძენი,, რომ დავეხმარე იმდენად, რამდენადაც დავაბნიე. მის ეგოს ესმოდა, რას ვამბობდი, მას კი არ სურდა ეგოს შეგონების მოსმენა. – არ ვარ? ხან ეშმაკური ღიმილი უპობდა ბაგენს, ხან შეცდომით გამოწვეული მორცხვი ძრწოლა. – ვხედავ, გიჭირს არჩევანი გააკეთო. ვერ ვხვდები, ჩემს გაბმას ცდილობ თუ შენი თავის, მაგრამ არ გინდა, არც ერთი გამოგივა, თუ ის არ იქნები, ვინც ხარ. – ის ვარ, ვინც ვარ, – მომიჭრა, მაგრამ ეგოს მოუსმინა და გათამამებული საწოლზე წამოჯდა. შიშველი სხეული არ დაუფარავს. უნაკლო ქალი იჯდა ჩემ წინ და გათამამებული, ეშმაკურად მიღიმოდა, მიწვევდა. ისიც საკმარისი იყო, მისი მკრთალი კანისთვის შემეხედა, დაკოცვნი სურვილით ვკანკალებდი… ახლა კი ეს ღიმილი. არ შემეძლო, ვერ მივეკარებოდი, რადგან დილა იყო, ცოცხალი და რაციონალური ძალის აღმძვრელი მომენტი. დილა, როცა გულწრფელი მეობა უკვალოდ ქრება და ადეკვატურობის კედელი ჰკვეთს მას. დილა, როცა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ამ დილით, როცა ცოლზე ვიფიქრე და დაიანას დაბრუნების სურვილი მისი წასვლით დამსხვრეულ არსებას მალამოდ მოედო. უფლება არ მქონდა სხვა ქალის სურვილი გამჩენოდა. იმ დილით არა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. თაკარა მზის სხივები ფანჯარაში შემოიპარნენ და ფარდებს შორის ამაყი მოქნილობით გამოირჩნენ. - დამანგრია ამ წინადადებამ. ასეთი წინადადებები ბევრია. აღწერა ძნელია გეთანხმებით, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ.
მზის სხივები ფარდაში ჩვეული მოქნილობით შემოიპარნენ. > მაგალითად ასე. საინტერესოა რომ ეს არავინ გითხრათ კომენტარში. იცი რატომ არ გითხრეს, იმიტომ, რომ არ წაუკითხავთ.
:)
თაკარა მზის სხივები ფანჯარაში შემოიპარნენ და ფარდებს შორის ამაყი მოქნილობით გამოირჩნენ. - დამანგრია ამ წინადადებამ. ასეთი წინადადებები ბევრია. აღწერა ძნელია გეთანხმებით, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ.
მზის სხივები ფარდაში ჩვეული მოქნილობით შემოიპარნენ. > მაგალითად ასე. საინტერესოა რომ ეს არავინ გითხრათ კომენტარში. იცი რატომ არ გითხრეს, იმიტომ, რომ არ წაუკითხავთ.
:)
7. ჯერჯერობით სუბიექტური განცდებია, ვნახოთ გაგრძელება როგორი იქნება. ჯერჯერობით სუბიექტური განცდებია, ვნახოთ გაგრძელება როგორი იქნება.
6. კარგი გოგო ხარ შენ შვიდიანო :* <3 კარგი გოგო ხარ შენ შვიდიანო :* <3
5. გახლავარ, თინა. შეცვლილი, გადასხვაფერებული. ახალ თავგადასავლებში <3 გახლავარ, თინა. შეცვლილი, გადასხვაფერებული. ახალ თავგადასავლებში <3
4. შენ ის შვიდიანი ხარ ვინც მე მგონია? :* შენ ის შვიდიანი ხარ ვინც მე მგონია? :*
3. მადლობ'ები:) მიხარია ძალიან. მადლობ`ები:) მიხარია ძალიან.
2. "გაორებას შეეპყრო. მისი ერთი ნაწილი სიმორცხვეს ავლენდა, მეორე კი დაუოკებელ ვნებას." - ეს სუბიექტურობის გამო მომეწონა.
ობიექტურად კი - ბოლო ნაწილი. :-) :-) :-) "გაორებას შეეპყრო. მისი ერთი ნაწილი სიმორცხვეს ავლენდა, მეორე კი დაუოკებელ ვნებას." - ეს სუბიექტურობის გამო მომეწონა.
ობიექტურად კი - ბოლო ნაწილი. :-) :-) :-)
1. სახიფათო რამე (ვინმე ) ჩანს ეს ალისფერი ადენიუმი.
საინტერესო დასაწყისია. სახიფათო რამე (ვინმე ) ჩანს ეს ალისფერი ადენიუმი.
საინტერესო დასაწყისია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|