(ეტიუდი)
მანამ გაგეღვიძებოდა, საწოლიდან გაგეპარე, ფეხშიშველა გარეთ გაველ, მხრებზეც არა მოვიფარე, ხელთ სანთელი ჩამელია, დილა-ბნელში მოპარპალე, ზემო-ზემო მიიწევდა ფიქრეული - მომთაბარე, ერთდროულად იდგა ცაზე მარჯვნივ - მზე და მარცხნივ - მთვარე. იმათ შუა ვარსკვლავები ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე. ავირიე ალიონზე, მხეცსა ვისმე შევეყარე, გამოვეხსენ, გამოვექეც, გამოვიგენ შენი მხარე... შენ - შინ მყავდი. რა მინდოდა, რას ვეხეტე გარე-გარე! როგორ თბილა ამ საფარქვეშ, მოვიკუნტე, მოვიხარე... ცივი ვარ და სველი ვარ და შემიწყნარე, შემიფარე!
მანამ გაგეღვიძებოდა, საწოლიდან გაგეპარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა ძალიან და შენც კარგი ხარ ქალბატონო ნინო! მომეწონა ძალიან და შენც კარგი ხარ ქალბატონო ნინო!
4. სხვათაშორის პირველად მართლაც ვეფხისტყაოსანი გამახსენდა, მაგრამ ლექსი ისე ჩარაკრაკდა, აკაკის რომ სჩვევია და არც გამემტყუნება :) მშვენიერია რა მოკლედ :) სხვათაშორის პირველად მართლაც ვეფხისტყაოსანი გამახსენდა, მაგრამ ლექსი ისე ჩარაკრაკდა, აკაკის რომ სჩვევია და არც გამემტყუნება :) მშვენიერია რა მოკლედ :)
3. მადლობა! :) მეგონა, ვეფხისტყაოსანი უფრო გაგახსენდებოდათ, შაირის რიტმი მაქვა გამოყენებული, კერძოდ, მაღალი შაირი. სტროფიკა - შეცვლილია. ალუზიები კი გახალხურებული შაირიდანაა, რომელიც შემდგომ აკაკი წერეთელმა კვლავ გაალიტერატურულა. მადლობა! :) მეგონა, ვეფხისტყაოსანი უფრო გაგახსენდებოდათ, შაირის რიტმი მაქვა გამოყენებული, კერძოდ, მაღალი შაირი. სტროფიკა - შეცვლილია. ალუზიები კი გახალხურებული შაირიდანაა, რომელიც შემდგომ აკაკი წერეთელმა კვლავ გაალიტერატურულა.
2. სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
:) სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
:)
1. სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
:) სუნი მეცა გაზაფხულის, უცნაური ვიგრძენ ძალი... ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? ახლოს არის მომავალი!
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|