ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2017


* * *

ბევრი ვიფიქრე
სად მეყიდა ან თუ მეყიდა
რადგან ნაყიდი
ყვავილები ბანალურია

მე მეტი მინდა, აი გვირილა
შენთვის ვწერ, შენთვის ვხატავ...

ფრთხილად დავკრიფე
თითო-თითოდ ვკრეფდი
ოცნებებს, რაც კი რამ მქონდა
გულში ვუდებდი
რომ შენს თვალებთან
დამეფინა ყვითელგულები

აი, აიღე,
მოკიდე ხელი, სხვანაირია...
დაფურცლე, მიდი...
ჩამიფიქრე
ის გიპასუხებს -
"უნდიხარ, უნდი, უნდიხარო
გაიგე, გაი
და დარჩი მასთან, მის მკლავებში,
შეგრძნებებში, გამოარჩიე
რაა ნამდვილი, ჭეშმარიტი...
როგორ... როგორ...  სულერთი...
ხდება
სულ ყველა, ყველაფერი
ხდება სულერთი"
გეჩურჩულება
თხელი ფურცელი

აი
გვირილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები